დღეს "მილანი" VS "ნაპოლია" - კვარაცხელია კარგ განწყობაზეა...

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი, "მილანი" და "ნაპოლი", ერთმანეთს "სან სიროზე" შეხვდება - დღეს, 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

მილანელები პირველობაზე ახლა უფრო თუ იოცნებებენ, სამეულში ყოფნა კი სავსებით რეალურია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრაში "როსონერი" დომინირებს. 2023 წლის 29 ოქტომბერს ნეაპოლში დასამახსოვრებელი მატჩი ვიხილეთ - სტუმრები პირველ ტაიმში ჟირუს დუბლით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, მეორე ნახევარში კი ანგარიში გათანაბრდა. გაფუჭებული პენალტები, წითელი
ბარათები - დასამახსოვრებელი დაპირისპირებები იყო.

"მილანს" ბევრი გააქვს და საკუთარ მოედანზე, ფაქტობრივად, ქულებს არ კარგავს. "ნაპოლის" არასტაბილური სეზონი აქვს, სტუმრად კი მეტ ქულას იღებს. მილანელი რუბენ ლოფტუს-ჩიკი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 3 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა და მისი ეიმედებად. თავის მხრივ, მატეო პოლიტანოს "როსონერის" წინააღმდეგ თამაში უადვილდება და შედეგიანია.

მარიო რუი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მარცხნივ მაცოკის ველით. ამავდროულად, ოლივერა მომჯობინდა, ისევე, როგორც მეკარე მერეტი. ზელინსკის ოფიციალურად ტრავმა აქვს, თუმცა ის ლიგის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანეს და მომავალ ზაფხულს "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის გამო საქმე დასჯასთან უფრო გვაქვს. საინტერესოა, რომ ამ მატჩის პარალელურად, ოსიმენი აფრიკის თასის ფინალში კოტ-დ'ივუარს დაუპირისპირდება. მისი თანამემამულეა "მილანელი" ჩუკვუეზე. სტეპანო პიოლის გუნდს ტრავმის გამო დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს, ტომორისა და კალულუს მომჯობინება უმნიშვნელოვანესია. ისე კი, მატეო გაბიამ წინა შეხვედრაში გაიტანა კიდეც.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია გასულ ტურში მშვენივრად გამოიყურებოდა და ბრწყინვალე გოლიც შემოგვთავაზა. ქართველ ფეხბურთელს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება დავიდე კალაბრიასთან აქვს, რომელიც ღირსეული მეტოქეა. "კვარამ" "მილანთან" პირველ მატჩში მასსა და კაიერს გაფრთხილება პირველივე ტაიმში "აჰკიდა" და შესვენებაზე მწვრთნელს მათი შეცვლა მოუწია. ამის შემდეგ მინდორზე დესტი შემოვიდა, რომელმაც 77-ე ნომრის წინააღმდეგ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია.

ხვიჩას მილანელებთან ხშირად არ უმართლებს, მიზნამდე სულ ცოტა აკლდება -  იყო გამოუყენებელი პენალტიც და მაიკ მენიო ქართველისთვის ერთგვარად უხერხულ კიპერად იქცა. ჩვენებურს გატანა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაშიც შეეძლო და საკმაოდ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ ისარგებლა. კვარაცხელიამ ახლა გოლის გემო გაიხსენა, შემართულია, მისი შეჩერება რთული იქნება. თანაც, ვალტერ მაცარი საბოლოოდ მიხვდა, რომ მას მეტი თავისუფლება უნდა მისცეს და გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ახალ ტაქტიკურ სქემაში (3-5-1-1) ველით. ახლა ბევრი იწერება ჩვენებურისა და ლეაოს დაპირისპირებაზე და მათ მხოლოდ სეზონის სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ. პორტუგალიელის ანგარიშზე 3 გოლი და 6 შედეგიანი პასია, ქართველის კი პირიქით - 6 შედეგიანი დარტყმა და 3 საგოლე პასი. 

შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის. ის ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩის არბიტრი არ ყოფილა, გასული წლის დასაწყისში კი "იუვენტუსის" დიდი ანგარიშის დამარცხებისას (5:1) მთავარი მსაჯი იყო, სადაც "კვარამაც" გაიბრწყინა.

altCorriere dello Sport: კვარაცხელიას განსაკუთრებული როლი "მილანთან" და მაცარის ახალი სტრატეგია

altხვიჩა "დაბრუნდა", მოუსვენარი და გამბედავი...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი აზრით ეს თამაში ოთხეულის ბრძოლისთვის გარდამტეხი იქნება. მოხდა სასწაული მოიგეს ზედიზედ მიაყოლებენ გამარჯვებებს
beqa
11:22 11-02-2024
1
მიყვარს კვარასა და ლეაოს ეს ურთიერთობა,respect!!!!
ანი
13:02 10-02-2024
3

სიახლეები პოპულარული