GOL digital: მამარდაშვილი პრემიერლიგაში წავა - მას "ვალენსიაში" კეპა შეცვლის

AutoSharing Option
ესპანური GOL digital-ი იტყობინება, რომ "ჩელსიდან" იჯარით აყვანილმა მეკარე კეპა არისაბალაგამ ტიბო კურტუას ტრავმისას ვერ გაამართა "რეალის" იმედები, ანდრეი ლუნინთან კონკურენცია წააგო, ლონდონურ კლუბს მისი დაბრუნება არ უნდა და შეიძლება სამშობლოში დარჩეს - კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში "ვალენსიას" "კარი ცარიელი დარჩება", რადგან გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, არაერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, "ღამურებს" ბევრი ქულა მოუპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, გუნდს გამოიცვლის და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა.

ერთი სიტყვით, "ვალენსია" უკვე ეძებს ქართველის შემცვლელს და საქმეს ისეთი
პირი უჩანს, მიაკვლია კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნუ ბოდავთ რა დარჩეს ფეხბურთელის კარიერა ისედაც ხანმოკლეა აიყვანს სხვას მსურველი კლუბები და დარჩი საშუალო გუნდში ეხლავე უნდა გადავიდეს დიდ კლუბში გაზრდის ანუ მომატების შანსი იქ უფრო ექნება ფულსაც მეტს იშოვის და იქნებ ტიტულიც გამოჰკრას"ფეხი"!!!
კახა
02:21 12-02-2024
2
წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ვალენსიაში დარჩენა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება და ევროთასებზე გაყვანა იქნება გიორგისთვის საუკეთესო გზა. აქ ყოველკვირა გმირი, გულშემატკივრის იმედი და საყვარელი ფეხბურთელი იქნება. თუმცა იქეთ ინგლისში დიდი გამოწვევებია რაც დიდ კონკურენციასაც ნიშნავს ყველაზე დიდ მეკარეებთან. ერთი ფეხის დაცდენა და სკამზე აღმოჩნდრბი საიდანაც შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან რთულია. მეკარე ერთია და ადგილიც ერთი.
მაგრამ სულ სხვაა საქმის ფინანსური მხარე. ფეხბურთელის კარიერა მოკლეა და პირობითად 10 წელიწადში უნდა შეიქმნა მთელი დანარჩენი ცხოვრების საფუძველი. ფინანსურად ისე ვერსად დააკმაყოფილებენ (არაბებს და ჩინეკებს არც განვიხილავთ) როგორც ინგლისში ამიტომ გიორგი უნდა წავიდეს. პირველ რიგში წავიდეს იქ სადაც გადაუხდიან იმდენს რომ ამ 10 წელიწადში მილიონები დააგროვოს, ოჯახი და მომავალი მყარად უზრუნველყოს და თუ ამას საფეხბურთო წარმატებრბიც დაემატება ყველანი ბედნიერი ვიქნებით. წინ გიო!
Zaza
23:37 11-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული