"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ Punto Nuovo-სთან ინტერვიუში "მილანისა" და "პარტენოპეის" (1:0) მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

იმპროტას თქმით, ქართველ გარემარბს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"კვარაცხელიას დახმარება და დაცვა სჭირდება. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ინდომებს, ხანდახან კი დაბნეულია. რა არის ხვიჩას მთავარი პრობლემა? - კონტრაქტი. მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თითქოს მოედანზე ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ გარკვეული სახის კომპენსაციას იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ქართველის თამაშზე აისახება", - განაცხადა იმპროტამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30
მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გეტყვით, რა არის "ნაპოლის" მთავარი პრობლემა... ამ გუნდს სჭირდება..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

altკვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

alt"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

altკვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ოღონდაცა რაა! გოლი თუ ვერ გაიტანა ეგრევე პრობლემებზე და ჩავარდნაზე იწყება ლაპარაკი. გაიტანს და გენიოსიაო. ყველა თამაშში ხომ ვერ გაიტანს და მარტო ხომ ვერ მოიგებს თამაშებს რასპადორები რომ უდგანან გვერდით.
ოთარა ძია
14 თებერვალი 2024 00:19
1
ბევრი აქ ან მარტო სათაურს კითხულობს ან წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს.
*
13 თებერვალი 2024 20:49
1
კონტრაქტი, რა თქმა უნდა,პრობლემაა,თან მგონია რომ მთავარი,რომელიც მის თამაშზე ახდენს გავლენას.მაგრამ ჯუღელი პროფესორობს და ლაურენტისს ეუბნება(როგორც ლაურენტისი აცხადებს)კმაყოფილები ვართ,არ გვეჩქარება,სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთო.თუ ჰგონია,რომ ლაურენტისს ჭკუით აჯობებს და რაღაც განსაკუთრებულ პირობებზე დაითანხმებს,ცდება და დროს და ფულსაც აკარგვინებს კვარას,რადგანაც ყველამ ვნახეთ,რომ ლაურენტისი მხოლოდ თავისი პირობებით მოქმედებს და ვინც არ დაეთანხმება ან იშორებს ან სჯის.თვითონ რაც ჩაიფიქრა იმაზე მეტ ფულს მას ვერავინ გამოსძალავს და არა მგონია ჯუღელი ისეთი გაქექილი იყოს,რომ თავისი პირობები მოახვიოს თავს.ისე,რაც მალე მოშორდება ნაპოლის,მით უკეთესდ აიწყობს კარიერას,სნამ სასუალო დონე არ გამხდარა,როგორც მთელი ნაპოლი.
მირო
13 თებერვალი 2024 16:37
8
ყველა ფეხბურთელის სახელს ირგებს,ვისაც კი მაისური მოუცვავს და სათადარიგო სკამი ერთი ადგილით უპრიალებია,რას იზამ ჩვენო ბიჭო ასეთია შეუმდგარი ფეხბურთელების თუ ადამიანების კომენტარები.
სვანსკი
13 თებერვალი 2024 15:28
6
კვარა ცდილობს ის მოლოდინები გაამართლოს რაც ქართველ მაყურებელს აქვს მისგან. და ეს ცალკე ტვირთად აწვება. ეს მოლოდინები რომ არსებობს, ბუნებრივი და გასაგებია, რადგან ხვიჩას დიდი ნიჭი ყველასათვის ცნობილია. მაგრამ ზოგჯერ ეს მოლოდინი გადაჭარბებულია ხოლმე. მისგან მოითხოვენ ლამის მსოფლიო საუკეტესო ფეხბურტელობას, და თან დღესვე. ამ ხალხს ავიწყდება, რომ მისთვის ამ დონეზე თამაშის მხოლოდ მეორე წელია. მეორე წელი, რომელიც განსაკუთრებით რთულია. მას კიდევ ბევრი რამე აქვს დასახვეწი და სასწავლი, ჯერჯერობით ყველა თამაშში სტაბილურად ერთნაირად კარგი ვერ იქნება. ხოდა არაა საჭირო ერთის მხრივ ზედმეტი კრიტიკა, და მეორეს მხრივ გაკერპება. მისთვის ახლა მთავარი სიმშვიდე დასაკუთარ თავზე მუშაობაა.
არტ
13 თებერვალი 2024 15:12
3
ბიჭი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მის სამშობლოში,ვისი ნაკრებიც,რეიტინგში,ასეულში ძლივს შედიოდა,ყველაფერი წყალში ჩაუყარეს,ეგ რა არის,საშუალო ფეხბურთელი ხარო!ერთია,როცა მტერი გმტრობსამისათვის მზად ხარ,მაგრამ როცა შენი სისხლი და ხორციც მტრად გექცევა,არ არის ეს,ფსიქოლოგიური დარტყმა?არადა ხომ ვხედავთ,ეს საიტიც და სხვებიც,ბოღმისა და სიძულვილის ნთხევის არენად გადაიქცა,სპორტის მოყვარულების საიტიდან.კი,ვინც მხარს უჭერენ მას თუ სხვებს,ასეთებიც ბევრი არიან,მაგრამ მოძულეებიც რომ უამრავია და თანაც ძალიან ღვარძლიანები,ამასაც ხომ ხედავს?ჯერ ახლა გახდა 23 წლისა.უფრო გამოცდილისთვისაც კი,ძალიან ძნელია,ასეთ წნეხს გაუძლოს და ამ ბიჭისათვის უფრო ძნელი არ იქნება?დე ლაურენტსითან პრობლემა აქვს,მოედანზეც არავინ ინდობს.მისი აგენტი თვითონ არის პრობლემა.იტალიური მედიაც ისევ მისგან ითხოვს ბევრს და გამოდის,რომ ჩვენი ბიჭი კიდევ მაგრად უძლებს ამდენ სტრესს.
ვწერ ამ კომენტარს და სამუშაო არეს დაბლა,წითელი ასოებით დაწერილ ტექსტს ვკითხულობ:"კომენტარი,რომელიც შეიცავს უხამსობას,დისკრედიტაციას,შეურაცხყოფას,ძალადობისაკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას,კომერციული ხასიათის რეკლამას,წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ".ჰო და ადმინ,შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და შეუზღუდეთ სივრცე აქ შემოსულ მოღლიცინე,აგრესიულ,სიძულვილით სავსე კომენტარებს.ჩვენ რაც შეგვიძლია,იმით მაინც დავეხმაროთ მასაც და სხვასაც.
სოსო
13 თებერვალი 2024 14:15
6
ლექსოს.მე გრუზინი კი არა,ქართველი ვარ,ლექსო და შენი კომენტარის პირველივე სიტყვებიდან ჩანს,რამხელა გაღიზიანება და სიძულვილი გაქვს,ამ სიტყვის მიმართ.თბილისის დინამო ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ვერც ერთხელ ვერ შესძლო,ტიტულის შენარჩუნება.ეს მიუხედავად იმისა,რომ ვარსკვლავური შემადგენლობა შეინარჩუნა.იმ ფეხბურთელებსაც ჰყავდათ ოჯახები და არავინ აგინებდათ,ცოლი რატომ მოიყვანაო!რუბინში თამაშობდა,გაავსო რუბინის სტადიონი მაყურებლით და მცველებიი გამუდმებით ჩეხავდნენ.აქედან რა რეაქციები წავიდა,გახსოვს?არაფერი ფეხბურთელი არ არისო,ნულიაო,მტირალააო!გაიწია იქიდან წამოსასვლელად და რომ არ გაუშვეს,თამაშს მოუკლო.აქხლა ამაზე აუტეხეს ლანძღვა გინება,აქედან.ჩამოვიდა მაკედონიასთან სათამაშოდ და კოვიდი აღმოაჩნდა.ახლა ამაზე აუტეხეს,ერთი ამბავი და მოღალატედაც კი შერაცხეს მავანმა.ეს უბრალო ხალხის დაწყებული არ არის.ეს კამპანია,ერთი კონკრეტული პარტიის მედიასაშუალებებმა ააგორეს,იმ პარტიისა,რომლისთვისაც მიუღებელია საქართველოს წარფმატება,თუ ქვეყნის მმართველობის სათავეში,ისინი არ იქნებიან და რომლებმაც ლაშა ტალახეძრსაც კი აგინეს,მხოლოდ იმიტომ,რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს,ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი არ უთხრა.ხვიჩა პროფესიონალი ფეხბურთელიაო.ეს რას ნიშნავს?ეს ნიშნავს,რომ ფეხბურთი,მისი არსებობის საშუალებაა და შესაბამისად გამომუშავებული ფულით ინახავს ოჯახს.მეც ბევრჯერ დავწერე და უამრავი სხვაც იგივეს იმეორებს,რომ დე ლაურენტისმა,სრულიად დამამცირებელი ფინანსური პოლიტიკის გამო,კლუბის ფეხბურთელებს და განსაკუთრებით კვატრას,მოტივაცია დაუკარგა.დღესაც კვარა,გუნდის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და როცა დე ლაურენტისს ვერაფერი დაანახა,რატომღა უნდა მოიკლას თავი,მხოლოდ აურელიოს ჯიბის გასასქელებლად?აგერ ოსიმენს 10 მილიონი დაუნიშნა,მაგრამ ეგეც მხოლოდ იმის შემდეგ,რაც ოსიმენმა საქვეყნოდ განაცხადა,გუნდიდან მივდივარო.გამოსასყიდი თანხის გაზრდა უნდა დე ლაურენტისს,თორემ გუნდი ფეხებზე ჰკიდია.ზელინსკის ხელფასის შემცირება მოსთხოვა და გაშვება რომ მოითხოვა,შემადგენლობიდან ამოაგდო.ნორმალური მწვრთნელები ვერავინ დაითანხმა და კი ხედავ რუდი გარსია მოიყვანა,რომელსაც ნაპოლის თამაშებიც კი არ ჰქონდა ნანახი,მერე კი,ისიც გაისტუმრა და მაცარი დააყენა,სულელივით რომ დაახეთქა,ამ სეზონში,გუნდს ჩემპიონად გავხდიო.დაშლილია გუნდი,აღარ სჯერა,არც პრეზიდენტის,არც მწვრთნელის,აღარც შემადგენლობა ჰყავს და აღარც მოტივაცია შერჩათ.რას ითხოვ კვარასაგან,ეს ყველა,მხოლოდ მან ათრიოს?ისინი რა პროფესიონალები არ არიან?როგორ უნდა ათრიოს,ან რატომ უნდა ათრიოს?!მესი რომ მესია,მანაც კი ვერ შესძლო,არგენტინის გათრევა,სანამ მთელი გუნდი მხარში არ ამოუდგა და ამ ბიჭისაგან რას მოელი?ძირითად შემადგენლობაში ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს და ამაზე დიდი დამცირება რაღა უნდა იყოს?საქართველოში კოლექტივიხაცია რომ დაიწყეს,სოფელ მაღრაანში,იქაურ მოსახლეს კამეჩები ჩამოართვეს და კოლმეურნეობას გადასცეს.ძალიან მაგარი კამეჩები იყვნენ,კარგად მოვლილები,ჯანიანები და კარგად გამოქნილები.კოლემეურნეობაც ხან აქეთ გაგზავნიდა სამუშაოდ,ხან იქით,მათ მოვლაზე და კვებაზე კი,არავინ ფიქრობდა. დავარდნენ ეს კამეჩები და ხალხურ ფოლკლორში დარჩა ეს გამოთქმა,?"დავარდა კოლექტივის კამეჩებივითო",ან კიდევ,დავარდა მაღრაანელების კამეჩივითო.არ შეიძლება ერთ კაცს აჰკიდო ყველაფერი და თან აგინო,რატომ ვერ ზიდავო.პროფესიონალი ფეხბურთელი ვალდებულია იმაზეც იზრუნოს,რომ საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას.კონტრაქტით,ბევრს ქუჩაში ბურთის გაგორებაც კი ეკრძალება,ტრავმის საფრთხის გამო.ხვიჩას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ,ორი სეზონი შეუსვენებლად ჰქონდა ნათამაშები და დიდ ნაკრებში თამაშის შემდეგ,იქვე ახალგაზრდულშიც რომ გაეგრძელებინა თამაში,არ იყო რისკი,სერიოზული ტრავმის მიღებისა?უკვე დალაგებული ნაკრების თამაშიც უნდა შეცვლილიყო და შესაძლოა უარესი შედეგიც კი დამდგარიყო,რადგან ყველა სათამაშო სქემა დაირღვეოდა და გუნდს ისეთი თამაში მოუწევდა,როგორც ადრე არ ჰქონდა ნათამაშები.ხვიჩამ თუ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რა შემადგენლობამაც აქამდე მიაღწია,ისევ მათ დაყრდნობოდა და ვფიქრობ,არც არაფერი წაუგიათ შეხედე,რამდენი ფეხბურთელი წავიდა ევროპაში,იმ შემადგენლობიდან.მათ შანსი მიეცათ და ახლა მათზეა დამოკიდებული,როგორ გამოიყენებენ,ამ შანსს.დასვენებისათვის მიღებული დღეები,ხვიჩამ დაოჯახებისათვის გამოიყენა და ახლა ამაზე აუტეხეს,აურზაური.რატომ მხოლოდ მასზე მოქმედებს ცუდად დაოჯახება?მაგ ახალგაზრდულ ნაკრებში,სხვებიც არიან დაოჯახებულები და ეს ძალიან კარგია,მაგრამ მხოლოდ ხვიჩას დაიჯახება გახდა სალაპარაკო.ისევ იმ მედიის კამპანიის გავლენა ხომ არ იგრძნობა?შენ ალბათ სასაცილოდ არ გყოფნის,აი მე კი ვხედავ ამას.მათ მიერ შექმნილი განწყობა,უკვე ჩაჯდა ბევრის ფსიქოლოგიაში და წარმართავს მათ აზროვნებას.ხვიჩა კი,იმ ევროპის ჩემპიონატის დროს,მართლაც გადაღლილი იყო და ამას ისიც ადასტურებს,რომ ნაპოლიმ დასვენების დღეები გაუგრძელა კვარას და მერეც,კიდევ გარკვეული დრო დასჭირდა,ფიზიკური ფორმის აღსადგენად.კრიტიკაზე მელაპარაკები და ის აუცილებელოა,მაგრამ კრიტიკასა და ლანძღვა გინებას შორის სხვაობას რომ ვერ ხედავ,ჩემდამი შენს კომენტარსაც ეტყობა.დაუმსახურებელი კრიტიკა,უკუშედეგს იძლევა და ადამიანს მოტივაციას უკარგავს.იგივე შედეგი აქვს,აგრესიულ კრიტიკასაც და კრიტიკის ობიექტმა თუ არ დაინახა,რომ მის მაკრიტიკებელს,უკეთესობის სურვილი კი არა,მისი დამცირება აინტერესებს,აქეთ შემოგიკურთხებს,გასცი შენიცო.სრულიად ბუნებრივიცაა და არც შენთვის იქნება უცხო.რა გითხრა?კარგია,რომ გულგრილი არა ხარ,მაგრამ ემოციებსაც კონტროლი სჭირდება და რაღაცას რომ ამბობ,იმაზეც უნდა დაფიქრდე ხოლმე,ამას როგორ ამბობ.
სოსო
17 თებერვალი 2024 11:30
0
მართალი ხართ
თათია
15 თებერვალი 2024 15:27
0
ყველა გამოხმაურება
მეტი რა ქნას 20 წლის ფეხბურთელმა. საუკეთესო წლები წინააქვს.
მიდი ხვიჩა
13 თებერვალი 2024 14:04
3
სულ 20 ის კი არაა კვარა :D 23 ის გახდა სხვათაშორის. წარმატებები კვარას
ლშა_იუვენტინო
14 თებერვალი 2024 09:57
0
კვარას პრობლემა ის არის, რომ კარგი მეწყვილე არ ყავს მოედანზე, რომელიც მის თამაშს აყვება და გოლებს გაიტანს, მისი მხოლოდ ოსიმენს ესმის და იმიტომაც გახდა შარშან ბომბარდირი. ნაპოლში ყველა ფეხბურთელს ბურთის გატანა სურს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს სურვილი ყველას "ხამობაში" აქვთ გადასული, აი მილანთან პოლიტანომ რომ კვარას ჩაუჭრა დარტყმა ხომ ნახეთ, აი ასეთი მიდგომა აქვთ.არადა კვარაზე რომ ააწყონ გუნდი და მისი როლი გამოათავისუფლონ სხვა მისმა გუნდელებმა, კარგ შედეგზე გავლენ, მაგრამ სამწუხაროდ ნაპოლში ჯერ ვერ ისწავლეს გუნდური თამაში და ეს კვარას პრობლემაცაა, ვფიქრობ დემოტივირებულიცაა, შარშან საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს მაგრამ ეს მის ხელფასზე არ აისახა.
დეკოდერი
13 თებერვალი 2024 14:03
3
30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ეგ იმპროტაა თუ შვაინშტაიგერი მე არ გამიგია
რონი
13 თებერვალი 2024 13:16
7
ხო სულ ფულის გამო აკრიფა კვარამ ფორმა ხო???? როცა არ გესმით ფეხბურთი აუცილებელი კი არაა მაინც და მაინც რამე თქვა?! ლიგა მოახლოვდა ბარსასთან აქვს სათამაშო... მარტის თამაშები მოგვადგა კარს ევროპაზე ვართ გასასვლელი და ფორმა დაკარგული უნდა იყოს გუნდის ლიდერი???? დაბალი ხელფასი რო აქვს ეხლა გაახსენდა? სისულელეს ნუ როშავთ ეგ ბიჭი რო იყოს ფულზე დაგეშილი ეხლა კარგად ვიცი სადაც იქნებოდა.....
დავიდს
13 თებერვალი 2024 19:38
0
რაცთქვა 100% ვეთანხმები. თქვენ რომ არ გაგიგიათ ეგ არაა არავის პრობლემა, მთავაროა რომ მთსვარ პრობლემას შეეხო
David
13 თებერვალი 2024 16:49
11
ხვიჩა ძალიან მონდომებით თამაშობს და ამას ელის სხვებისგანაც. ეს რომ არ ხდება ამას განიცდის და ნერვიულობს. ისიცაა რომ ხშირად ბურთის ართმევა, საკუთარი გუნდელებისგანაც უხდება.
ჟორა
13 თებერვალი 2024 12:29
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული