"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ Punto Nuovo-სთან ინტერვიუში "მილანისა" და "პარტენოპეის" (1:0) მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

იმპროტას თქმით, ქართველ გარემარბს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"კვარაცხელიას დახმარება და დაცვა სჭირდება. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ინდომებს, ხანდახან კი დაბნეულია. რა არის ხვიჩას მთავარი პრობლემა? - კონტრაქტი. მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თითქოს მოედანზე ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ გარკვეული სახის კომპენსაციას იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ქართველის თამაშზე აისახება", - განაცხადა იმპროტამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30
მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გეტყვით, რა არის "ნაპოლის" მთავარი პრობლემა... ამ გუნდს სჭირდება..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

altკვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

alt"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

altკვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მართალია იგივე ლეაო, რომ ავღოთ, როც მომენტს მაზავს ან ბურთს კარგავს, იკიდებს გაღმებული სახით და ახალ შანსს ე;ლოდება, კვარა კი საშინლად განიცდის თითოეულ დაკარგულ ბურთს რაც არ შეიძლება.
tobo
12:09 13-02-2024
3
ხვიჩა ძალიან მონდომებით თამაშობს და ამას ელის სხვებისგანაც. ეს რომ არ ხდება ამას განიცდის და ნერვიულობს. ისიცაა რომ ხშირად ბურთის ართმევა, საკუთარი გუნდელებისგანაც უხდება.
ჟორა
12:29 13-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული