"მაცარი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს" - ფერარამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ Dazn-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფერარას თქმით, კვარაცხელია შეტევის ფლანგზე ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა პოზიციაზე.

"კვარაცხელია თავდამსხმელის უკან? ჩემთვის ის ყველაზე ეფექტური გარემარბის პოზიციაზეა. მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს ფორვარდი, რომელსაც საგოლე პასებით მოამარაგებს და სიღრმიდან შეტევა შეეძლება.

მიუხედავად ამისა, ქართველის პოზიცია მეტოქეზეა დამოკიდებული. "კვარას" გააჩნია უნარი, რომ ხაზებს შორის იმოქმედოს", - განაცხადა ფერარამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი
გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

alt"თავის აწევას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს" - "ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარა დირიჟორია, არაა მარტო შემსრულებელი, ამიტომ სადაც საჭიროდ ჩათვლის იქ უნდა იყოს , ხელოვანია, ჩარჩოში არ უნდა იჯდეს და შექმნის შედევრებს !
ალექს
10:32 15-02-2024
1
მაგარი ექსპერტები არიან, კვარა დავაყენოთ ისევ ფლანგზე, ბურთებით მოამარაგოს უვიცი სიმეონე და კარებში ურტყან ჭ კლასის კაიტანომ და პოლიტანომ!!!!!!!!!
NAPOLI!
20:28 14-02-2024
0

სიახლეები პოპულარული