15 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, "შახტარი" "მარსელს" ჰამბურგში უმასპინძლებს.
მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა 28 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა შორის ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ლუკა ლაცაბიძე არიან. დღეს გოჩოლეიშვილი 23 წლის გახდა და ქართველს დაბადების დღე კლუბის ხელმძღვანელებმა და თანაგუნდელებმა გულთბილად მიულოცეს.
"ფოლკსპარკშტადიონზე" მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა "ველოდრომზე" 23 თებერვალს გაიმართება.
გილოცავთ ქართველი ქომაგები!