მატჩის დღე! ოსიმენი ბოლომდე მზად არაა, სად ითამაშებს კვარაცხელია?

AutoSharing Option
სერია "ა" "ტორინოს" გამარჯვებით დაიწყო, საბა საზონოვს არ უთამაშია. "ნაპოლის" ოთხეულში მოხვედრა ისევ ძალიან გაურთულდა, 25-ე ტურის მატჩში კი "ჯენოას" "დიეგო მარადონაზე" უმასპინძლებს - დღეს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე (ჩვენი დროით).

"ვერონასთან" ხვიჩა კვარაცხელიას "ჯადოქრობამ" გუნდს 3 ქულა მოუპოვა, "მილანთან" წაგების შემდეგ კი ტიტულის დაცვის საქმე კვლავ სავალალო მდგომარეობაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს. იმედია, ეს ასპექტი მაინც გამოსწორდება, რამდენიმე დღეში აქ "ბარსელონაც" ეწვევათ...

Sportall.Ge

შაბათის მეტოქეები ერთმანეთს ბოლოს 16 სექტემბერს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს.
ალბერტო ჯილარდინოს ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ჯაკომო რასპადორიმა და მატეო პოლიტანომ კი შეხვედრა გადაარჩინეს. გენუელები მანამდე სერია "ბ"-ში იყვნენ და "კვარა" მათ სულ მეორედ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის სხვაობა ახლა 6 ქულაა.

ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან ბოლომდე ჯანმრთელად არ დაბრუნებულა და წინა ხაზზე მაინც ჯოვანი სიმეონეს ველით. ნიგერიელს "ნაპოლის" მაისურით 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიცირებულ ჟუან ჟესუსს ახლად მომჯობინებული ნათანი შეცვლის. მეკარე ალექს მერეტიც მზადყოფნაშია, მაგრამ გამორიცხული არაა, პიერლუიჯი გოლინი მაინც სასტარტოში ვიხილოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი მარცხნივ პასკუალე მაცოკის ჩაანაცვლებს. საინტერესოა, უკვე 23 წლის კვარაცხელია ისევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე იქნება თუ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება?! მეტი დრო უნდა მიეცეთ ახალწვეულებს...

შეხვედრას 39 წლის ხუან ლუკა საჩი განსჯის. ის ცოტა ხნის წინ "ლაციო" - "ნაპოლის" (0:0) მეოთხე მსაჯი იყო, ისე კი, ქართველი გარემარბის გუნდის მატჩებზე არ ამწესებდნენ.

Sportall.Ge

სხვა ქართველები. საინტერესო იქნება გიორგი კვერნაძის "ფროზინონესა" და დანიელე დე როსის მშვენიერი "რომას" დაპირისპირება (კვირას, 21 საათზე); ესპანეთის "ლა ლიგაში" შაბათის ღამეს (23:59 სთ) გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "სევილიას" უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას მოიწადინებს; ინგლისის ჩემპიონშიპში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", რომელიც დღეს (19:00 სთ) აუტსაიდერ "როტერჰემს" ესტუმრება; გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩში ბოლოს კვიპროსის ნაკრებთან გაიტანა და იმედი გვაქვს, ამ სერიას დაასრულებს, მისი "მეცი" კი "მონპელიეს" კვირას (18:00 სთ) ესტუმრება.

altოსიმენმა ნეაპოლში ჩააღწია - მბაპემ პსჟ-დან წასვლის თაობაზე განაცხადა და მის ნაცვლად ვიქტორს უხმობენ

alt"ბარსელონა" სამ გარემარბს აკვირდება, კვარაცხელია კი ფავორიტია" - რას წერს Mundo Deportivo შესაძლო ტრანსფერზე?

მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოსასწორებელი რა აქ ვალენსიას, გავარდნით არ ვარდება და ევროტურნირებზე გასვლა მაგ გუნდით გამორიცხულია.
გოგა
12:19 16-02-2024
1
რა ტიტულის დაცვა, ღადაობთ?! ოთხეულში თუ შეაღწიეს სულ ხვიჩას უნდა კოცნონ $#@ზე:)
pablo
12:06 16-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული