ხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

როგორც მოსლოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლენ, კვარაცხელიამ მეტოქე ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მეკარე მარტინესი დაეუფლა. ცოტა ხანში მან ანგისას არ გაატანინა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მერეტი. მერე ხვიჩას მცველი ეუხეშა, მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ქართველმა პროტესტი ემოციურად გამოხატა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმის დასაწყისში გენუელები ფრენდრუპმა დააწინაურა. მერე „კვარა“ ლამაზი ფინტით ვასკესს გასცდა, რომელიც ვასკესმა წააქცია და
არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, პოლიტანომ კი საჯარიმო უხეიროდ შეასრულა. ისევ განახორციელა კვარაცხელიამ დრიბლინგი, პასიც გააკეთა და პარტნიორებისან ვერავინ გამოეხმაურა. მწვრთნელმა მაცარიმ ტრაორეს, პოლიტანოს და მაცოკის ნაცვლად შეცვლაზე ლინდსტრიომი, ნგონჟი და ოლივეირა შეუშვა. ნეაპოლელები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩა ყველა სტანდარტულს ასრულებდა, მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ანგისამ მცველს დაასწრო, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. მხოლოდ ქართველი ამწვავებდა თამაშს, თუმცა ოსიმენის არყოფნაში მის გადაცემებს თანაგუნდელები ვერ იყენებდნენ. 90-ე წუთზე ნგონჟმა ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ხვიჩას მოპოვებული საჯარიმო ლინდსტრიომმა ზუსტად ვერ შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა.

„ნაპოლი“ 36 ქულით მე-9 ადგილზეა და 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში
„ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 ფრენდრუპი (47), 1:1 ნგონჟი (90)

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაღა დროს კვარაცხელიაა,ხალხნო უყურეთ არაბიძის თამაშს ერთ სიამოვნებათ ღირს.დარწმუნებული ვარ არაბიძე რომ ნაპოლიში იყოს ესე გაფარჩაკებული ეგ გუნდი არ იქნებოდა.
გოგი
18 თებერვალი 2024 13:41
12
კარგ თამაშს რას ეძახით გააჩნია, შემტევს რომელსაც გუნდის ლიდერობის პრეტენზია აქვს ოსიმენას არ ყოფნის დროს,იტალიის ერტ-ეღტ მაჩანჩალა გუნთან საკუთარ მოედანზე აუცილებლად მოსაგებ თამაშზე გოლს ვერ გაიტანს,ასისტს ვერ გააკეთებს და საერთოდ დასანახსოვრებელს ვერაფერს გააკეთებს, გარდა სტანდარტულების შესრულების პრეტენზიისა,როგორაა კარგი თამაში...მთავარი შედეგია და ასე იყო ყოველთვის. ამიტომაც დაუწერეს იტალიის ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემებმა-გაზეტა დე ლა სპორტი, ეუროსპორტ იტ და სხვა კვარას და პოლიტანოს ყველაზე დაბალი შეფასება გუნდში-5.0....
ზურა
18 თებერვალი 2024 13:30
10
ჩემი აზრით ხვიჩა შემტევი სტილის გუნდში სასწაული ფენომენი არის და იქნება, დანარჩენს ნაპოლიზე ჯუღელზე აღარ დავწერ, გული მისკდება მომავალში არ დარჩეს აქ და არ გადავიდეს კიდე ერთ სეზონიან კლუბში
აჩი
18 თებერვალი 2024 00:42
5
ლინსტრომი,პოლიტანო და მაძოკი საზიზღარი სანახავები იყავით,ჯარიმების და კუთხურების ხამებო!!!ფუუუუ
..
18 თებერვალი 2024 00:19
3
ბოლოს ვიფიქრეთ დაარტყამდა ჯარიმას ისე წავიდა ბურთისკენ. ძალიან ბევრს თმობს და ვერ მოყავს "პალაჟენია" როგორც საჭიროა. ეგ ხასიათი არ გამოგადგება, დაბალი ღობე არ უნდა იყო თორე დაიჩაგრები
რაბუ
18 თებერვალი 2024 00:18
1
მოკლედ დავწერ.
ვუყურე ამ თამაშს. იქ ნაპოლიმ იწვალა, აქ მე.
გაეცალე ხვიჩა მაქაურობას.
ვანჩოპე
17 თებერვალი 2024 23:48
3
რა შეუძლია და რა ნიჭიც აქვს ხვიჩას, მე პირადად მშვენივრად ვიცი, მაგრამ მე ის მაინტერესებს, რომ რამდენი ბურთს ხელს მჰკიდებს, კუთხურის ან ჯარიმის ჩასაწოდებლად, მოვარდება ეს პოლიტანოა თუ ვიღაცა, შენ შეეშვი მე უნდა ჩავაწოდოო, ესეც ჩაღუნავს თავს და გაეცლება. დღესაც, ბოლოს კარგი ჯარიმა დადო, მოვიდა ეს გუშინ მოთრეული ლინსტრომია თუ ვიღაცა და გააგდო, ამანაც ჩაღუნა თავი, გავიდა გვერდზე და იქ შლიდა ხელებს. ვინმეს შეუძლია ამის ახსნა?
ლევანი
17 თებერვალი 2024 22:51
2
რობკი ტიპია
gia
17 თებერვალი 2024 23:58
1
კვარას და ვიქტორს რომ დავეხსნათ… ზამბო, ზელინსკი და ლობოტკა რა მაგრები იყვნენ გასულწელს. კიმი ცალკე განზომილება… გუნდური თამაშია ფეხბურთი და ფაქტიც სახეზეა
ირაკლი
17 თებერვალი 2024 22:43
2
ხვიჩას თავისი უმაღლესი ტექნიკური მონაცემებით, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს (ასეთ თამაშებში) აკიდოს 11 მეტრიანი. მიკვირს რატომ არ სარგებლობს ამით.ცოტა ეშმაკობა აკლია. სხვა თუ არაფერი, ვოვა გუცაევი ასწავლის ამ ხრიკებს
giorgi 3
17 თებერვალი 2024 22:19
2
Xvicha gamorcheuli iyo, magram samwuxarod garsias gashveba shecdoma iyo,mazzari magari achrilia 3/4sqemas cvlis matchis dros sanam ar agebs ver riskavs,arada maxsovs napoli pexze diegos mere mazzaris dros dadga....
L.J .
17 თებერვალი 2024 21:26
2

სიახლეები პოპულარული