დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
კალსონა გამიგია მაგარიაო
ზაქრო
19 თებერვალი 2024 11:47
1
ხვიჩა წადი ფოთის კოლხეთში თორე ცოტა ხანში ეგეც სანატრებელი გაგიხდება
skeleton
19 თებერვალი 2024 18:35
12
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი "ნაპოლი"-სთან 2027 წლამდე აქვს დადებული. მანამდე ვინ გაუშვებს?!
************
19 თებერვალი 2024 17:11
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული