Corriere dello Sport: აი, "კვარას" ოსიმენისადმი გაწვდილი ხელი - ფეხბურთელებმა ერთმანეთი ნახეს და გადაეხვივნენ

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" "ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩის წინ წერს, რომ აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ ვიქტორ ოსიმენი დაბრუნდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გუნდში უნდა, კვლავ მთავარი როლის შემსრულებელი გახდეს. გამოცემა, როგორც ყოველთვის, "ნაპოლის" შესახებ დადებითად და აღმატებით ხარისხში საუბრობს, რასაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ოსიმენი დაბრუნდა, აი, კვარას გაწვდილი ხელიც

"60 დღე ოსიმენის გარეშე და "კვარა" უკვე მარტო არაა: "ოსიკვარა" ერთი სუნთქვით შეერთდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთი ნახეს, გადაეხვივნენ და შემტევი სამეული ისევ ერთადაა. ბოლოს ტანდემი 2023 წლის 23 დეკემბერს რომის
"ოლიმპიკოზე" ვიხილეთ. მას შემდეგ "ტყუპისცალები" ერთად არ გვინახავს და არ გვინახავს მათი გაელვება. იყო რამდენიმე გოლი, ნაკლები ემოცია და ბევრი წუხილი. საუკეთესო შემთხვევაში, კვარაცხელიას აგენტის ნათქვამის შედეგად გამოწვეული უსიამოვნება დასრულდა.

"ბარსელონასთან" დაპირისპირება რეტროს შესანიშნავი შანსია. გოლის წყურვილი იზრდება, ახლა რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებაა მართებთ, რაღაც ლამაზის. აი, "კვარას" გაწვდილი ხელი: "ოსი" დაბრუნდა, "ნაპოლის" გადასხვაფერებაა აუცილებელი. "პარტენოპეისთვის" ამ კოშმარულ სეზონში "ბარსასთან" "დიეგო მარადონაზე" მომხიბვლელი დაპირისპირება ერთგვარი ევროპული ვიტრინა და თავის წარმოჩენის შანსია. ოსიმენის არყოფნისას "კვარამ" "ვერონასთან" გაიტანა. გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ - ერთადერთი ამ პერიოდში.

ამბობდნენ - ოსიმენი და კვარაცხელია, როგორც ერთი მთლიანობაა. ის ორი და პოლიტანო. კალცონა მათ კარგად იცნობს და მუშაობა გაუადვილდება. ყოველ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში. ეს დრო თავდამსხმელთა ცეკვის ახალი კოდებით შესავსებადაა საჭირო, ცვლილებებითა და თამაშით, მაგრამ "ატალანტასთან" გატანილი ტრიუმფალური გოლი კვლავ მეხსიერებაშია და შეიძლება განმეორდეს: ეს გენეტიკური კოდია, "ოსიმ" და "კვარამ" კარგად იციან, ეს როგორ კეთდება - უბრალოდ ისევ და ისევ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
1:2
1
დაგლიჯავენ დღეს აურაა ეგეთი .ხვიჩა ჩემპიონათაა დაბადებული ეს ჭეშმარიტებაა
გიორგი
22:55 21-02-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული