კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ყველა ფეხბურთელმა უნდა შეიგნოს, რომ ზემდგომთან შედეგზე მწვრთნელია პასუხისმგებელი და არა ის, ამიტომ დროული შეცვლა მწვრთნელის მოვალეობაა, ხოლო ამასთან დამორჩილება, ფეხბურთელის.
ჟორა გაბრიჭიძე
22 თებერვალი 2024 10:35
1
კარგად ეთამაშა და შეცვლისას არ გაბრაზდებოდა. ოსიმენიც გაიყვანა მაგრამ როგორი თავაწეული იყო!
ირაკლი
22 თებერვალი 2024 10:41
2
კაპელო 100 პროცენტიანია.
ზაკო
22 თებერვალი 2024 10:13
8
ხალხო დავიჯერო ზოგს კაპელოზე მეტად გესმით ფეხბურთი?ან ელემენტარული ქცევა მოედანზე არ იცის?რაც თქვა მართალია,თუ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია ესე არ უნდა მოიქცე რომ შენზე უარყოფითად წერონ,თან პირველად ხომ არ წერენ.
ტრიფონა
22 თებერვალი 2024 15:42
2
არც მე არ მომეწონა ხვიჩას საქციელი,ქართველი სპორტსმენებო!!!ასეთ დროს სხვას კი არ უნდა გაუბრაზდეთ, თქვენ თავებს გაუბრაზდით,ივარჯიშეთ და გახდით უკეთესი სპორტსმენები!!!!
სოსო
22 თებერვალი 2024 13:10
3
კვარა,თბილისში რომ ჩამოხვალ ახალ პრემიერთან სურათი გადაიღე და ყველაფერი კარგად იქნება.
სიკო დოლიძე
22 თებერვალი 2024 10:16
17
არც მე მომეწონა . პირველი თამაში იყო მწვრთნელისთვის . ესეც არ იყოს , მესის და ზიდანს ცვლიდნენ . მწვრთნელია პასუხისმგებელი უპირველესად შედეგზე . მეც შევცვლიდი თუ არ დაიჯერებდა შენიშვნას , რომ გააქტიურებულიყო .იაქტიურე ხვიჩა , მოუმატე , გაბუტვას ჯერ არასოდეს გაუკეთებია საქმე . წარმატებები და სიხარული შენ და შესაბამისად შენს გულშემატკივრებსაც !
zaza
22 თებერვალი 2024 08:49
3
ცოტა უფრო თავმდაბლობა მართებს,ავტორიტეტი მოემატება ამით.მესიც შეუცვლიათ ბევრჯერ და სხვებიც,არაა პრობლემა.მაგრამ მიზეზი იმისა,რომ მეორე ტაიმში უბურთოდ იყო,უსაა რომ ეკემენტალურად პასს არ აძლევდნენ რამდენჯერ ხელებგაშლილი ანიშნებდა,მაგრამ ჯიუტად არ ამჩნევდნენ და ეს მარტო ამ თამაშსი კი არა მუდმივად ასეა,ერთი და იგივე მეორდება,თითქოს არ უნდათ ხვიჩამ მათზე უკეთესად ითამაშოს.
დროზე უნდა გაშორდეს აქაურობას
მირო
22 თებერვალი 2024 13:04
2
ვააა, რა ჩაიხვიეთ ეს " პასს არ აძლევენ ?"...ნაპოლის გრძელი პასი გინახავთ? არ შეუძლიათ, არა, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ - გვერდზე და უკან...
ბესო
22 თებერვალი 2024 13:25
2
კაპელო, საკი, კანავარო და ა.შ. ვადაგასული ხალხია, რომლებიც არ ტოვებენ შანს ყველგან ჩაეკვეხონ და ტელევიზიებში გამოჩდნენ. ხვიჩას საქციელს რაც შეეხება, კი რაღაც პონტში სხვანაირად შეეძლო მოქცევა, მაგრამ მირჩევნია გაბრაზდეს შეცვლისას ვიდრე ეკიდოს. გულში ხვიჩამაც იცის რომ უკეთესადაც შეეძლო, მაგრამ ჯერ 23 წლისაა და მეორე სეზონია ამ დონეზე, ასე რომ იმედს არ ვკარგავ რომ მოუმატებს. ისე, მაინც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა შეცვლას 68 წუთზე.
ირაკლი
22 თებერვალი 2024 10:56
29
აშკარაა, კაპელოს ეგ განცხადება იმას ნიშნავს, კვარაცხელიას ნაცვლად ძირითადში ლინდსტრიომი უნდა დააყენონ, რადგან უკეთეს ფორმაშიაო. პრინციპში, ხვიჩამ თუ არ მოუმატა, ის შესაძლოა ახალმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე გადასვას და შემდეგ სულაც დაბალი რანგის კლუბში გაანათხოვრონ. მისი ფასი რომ ნელ-ნელა მცირდება, ეგეც ფაქტია.
გოგა
22 თებერვალი 2024 10:35
6
ახლანდელი ხვიჩა რომ გასული სეზონის ნახევარსაც ვერ აკეთებს, ეგ მართლაც მასეა. თუ თამაში არ გამოასწორა, შესაძლოა, მართლაც სათადარიგოთა სკამზე გადასვას. ფეხბურთიც ცხოვრებაა, კონკურენციაა, ლინდსტრიომიც და სხვებიც ჩასაფრებული არიან და თავის გამოჩენას და ძირითადში მოხვედრას ეცდებიან. ამიტომ კვარაცხელია არ უნდა მოდუნდეს. მან უნდა იცოდეს, რომ ავტორიტეტი არ მოუპოვებია და თუ ეგრე გაგრძელდა, ერთი სეზონის ფეხბურთელად დარჩება და მალე დაივიწყებენ. გაათმაგებულად უნდა ივარჯიშოს.
გოგა-ს
22 თებერვალი 2024 12:53
1
რაო, სიმართლის თქმა კრიტიკის საგანია, თუ ნებართვა უნდა ითხოვონ. თუ კვარამ თამაში არ გამოასწორა, რა თქმა უნდა, სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. მისი ფასი რომ დაეცა, ეგეც ფაქტია. შესაძლოა, ხელფასი აღარც მოუმატონ. სწორედ ახლა უნდა ივარჯიშოს და შედეგის მიღწევას ეცადოს, სანამ ჯერ კიდევ პატივს სცემენ. თუ დაეცა, გადაუვლიან. კვარას წარმატება, უკეთესი შედეგი
L.J -ს
22 თებერვალი 2024 13:11
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული