კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
კვარას პრობლემები იმ ჩაჩაჩული გეტრებიდან იწყება. რაც ნიშნავდს რომ გუნდის ფორმას პატივს არ სცემს და თავს სხვებზე მაღლა აყენებს. გასაგებია სიყვარული კარგია მაგრამ 20 წლის ფეხბურთელი როდესაც ევროპაში ამოჰყოფს თავს და იმ წამსვე ცოლი მოჰყავს დიდი ფეხბურთი ესე იგი არ უნდა. ამას გარდა ბიბლია წაიკითხოს ზოგიერთმა და ეს ზედმეტი პირჯვრის წერა ერთ უჯრედიანებისგან რომ გეადაიღო ნახოს რას ამბობს ისესო ზედმეტ "პოკაზუხობაზე" ან როგორც მოიხსწენება ფარისევლობაზე. არ არის საჭირო პირჯვრის წერა ხალხის დასანახად და არც ლოცვა... თუ გინდა ილოცო, შედი ოთახსა შენსა და ელაპარაკე მამასა შენსა...ეს მეხინკლე და მემწვენილე ჯუღელი კიდევ თავიდან უნდა მოეშორებინა და აეყვან ვინმე ევროპიდან. სამწუხაქროდ ქართვეობა არ არის ადვილი და ეს არის მისი და ბევრის კიდევ აქილევსის ქუსლი. მარაბ დვალიშვილის მაგალითი უნდა ნახოს ყველამ. მონდომება, დასახული მიზნისათვიდ დაუღალავი შრომა თავდადებულად, ყველასადმი პატივის ცემა და თავმდაბლობა... ამის გარეშე მწვერვალებს ვერავინ დაიპყრობს. მარადონამაც მოიტეხა კისერი თავისი ერთუჯრედიანი ქცევებით, ამპარტავნობით... ასე რომ თუ ვინმეს დიდი კარიერა და ხანგრძლივი კარიერა უნდა რომელიმე სპორტში ან სხვა დარგშიც ...თავმდაბლობიდან და თავდადებიდან იწყება ყველაფერი. არ გვჭირდება მეორე ქინქლაძე რომელიც კვარაზე ბევრად ტექნიკური და ნიჭიერი იყო მაგრამ ასევე გაიფუჭა კარიერა ცუდი გადაწყვეტილებებით და ჩვევებით. 2-3 წელი ითამაშა და მერე აჩრდილი იყო...
სიმართლე
11:18 22-02-2024
13
ახალგაზრდა ასაკში თავს დამტყდარი ასეთი პოპულარობა და პასუხისმგებლობა ადვილი არაა. ეს მესმის კი, მაგრამ ცოტათი მეტი თავშეკავებაა საჭირო. ზედმეტად ამბიციურად ჩათვლიან. კი, ჩვენიანია, გვიყვარს, მაგრამ ვიღაცამ უნდა აუხსნას ელემენტარული ზრდილობის საკითხები. ფაქტი ისიცაა, რომ ბოლო პერიოდში ვერ გამოიყურება მოედანზე ისე, როგორც ადრე. სამწუხაროა… არც ძალიან მომთხოვნები უნდა ვიყოთ, გასაგებია, მთელი კარიერა წინ აქვს, მაგრამ… წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველს, ვინც ჩვენს ქვეყანას ასახელებს.
ნინო
12:06 22-02-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული