კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ავტობუსა შენ ვიღას დაკარგვიხარ?
რონი
22 თებერვალი 2024 08:56
8
არც მე მომეწონა . პირველი თამაში იყო მწვრთნელისთვის . ესეც არ იყოს , მესის და ზიდანს ცვლიდნენ . მწვრთნელია პასუხისმგებელი უპირველესად შედეგზე . მეც შევცვლიდი თუ არ დაიჯერებდა შენიშვნას , რომ გააქტიურებულიყო .იაქტიურე ხვიჩა , მოუმატე , გაბუტვას ჯერ არასოდეს გაუკეთებია საქმე . წარმატებები და სიხარული შენ და შესაბამისად შენს გულშემატკივრებსაც !
zaza
22 თებერვალი 2024 08:49
3
პოლიტანომ ითამაშა კარგად!!!!!!!!!!!!!!!!! შენ ფეხბურთის გარტყმაში ხაარ!!! მე უფრო აურელიოს ოინები მგონია!!!
NAPOLI!
22 თებერვალი 2024 08:05
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული