"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.
"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.
საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.
კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.