რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
ამას უკვე თავში უვარდება რაღაცეები
ნაპოლეონი
22 თებერვალი 2024 16:40
10
როგორც ყოველთვის ჭკადამჯდარი სტატიაა. პარადოქსია მაგრამ ამ თამაშმაც დამანახა რომ ხვიჩას პოტენციალს ნაპოლი სათანადოდ ვერ იყენებს. ეს იმას არ ნიშნავს ცხადია რომ მხოლოდ ხვიჩაზე უნდა იყოს აწყობილი თამაში, არამედ იმას რომ ხვიჩაზეც უნდა იყოს აწყობილი, მაგრამ როგორ, ამას ცოდნა სჭირდება, რასაც ვერ ვხედავ. პასები როცა მიდის მასთან უმეტესს შემთხვევაში უკვე დაგვიანებული პასებია რომ ხვიჩამ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და გუნდს უპირატესობა შეუქმნას მოწინააღმდეგესთან. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახე მილანთან შეხვედრებში, როცა ხვიჩას მსგავს ინდივიდუალისტ ლეაოს პასებს არ უგვიანებდნენ და ის 'ქმნიდა განსხვავებას'--მილანი ამარცხებდა ნაპოლის. ეხლა იძახოს ახალმა მწვრთელმა ხვიჩაზე რაც უნდა, შედეგეგზე ეს არ აისახება, და გაუყვება გარსიას და მაცარის გზას. ხვიჩასთვის კი ეს ნიშნავს რომ დროა, უნდა წამოვიდეს ნეაპოლიდან.
გიორგი
22 თებერვალი 2024 15:22
6
ყველა კვარას გულშემატკივრები ვართ, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას მას შემოჰყურებს მთელი საქართველო და სიმართლე უნდა ითქვას იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც მის თამაშში ჯერ კიდევ შარშან სეზონის მეორე ნახევარში იჩინა თავი, ისინი წელს არ დაწყებულა; ძალიან ცუდად იხსნება, რის გამოც საკმაოდ დიდი ხნით ითიშება თამაშიდან. აქ სუბიტური მიზეზიც არსებობს, ნაპოლის ფეხბურთელები გრძელი, მოულოდნელი გადაცემებით იშვიათად სარგებლობენ და მოკლე გადაცემებით მიაქვთ ბურთი კვარამდე ,რომელთანაც რამოდენიმე მცველი უკვე ასწრებს მისვლას. ძალიან ბევრს დარბის ,,უაზროდ", რასაც დიდი ენერგია მიაქვს და რაც თავისთავად თავდახმაში მის თამაშზე უარყოფითად ისახება
. სულ ცდილობს მცველის მოტყუებას, (გამგები გაიგებს)ავიწყდება რომ თავდასხმელის უპირველესი მიზანი მოტყუება კი არა გოლის გატანა და მწვავე გადაცემის გაკეთებაა! რატომღაც სულ აქცენტირებულია ძლიერ დარტყმაზე და საშუალო სიძლიერის დარტყმებს (რომლებიც ყოველთვის უფრო ზუსტია)მათ შორის მოჭრილს თითქმის არ იყენებს. დაცვაში,საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშისას ხშირად გაუმართლებლად მატაობს იმის მაგივრად ვინმეს უპასოს ან მოწინააღმდეგეზე ბურთის მორტყმით აუტი ,,გააკეთოს". ერთერთი უმთავრესი კი რამაც უფრო წელს იჩინა თავი ისაა, რომ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ,მაშინ როდესაც თაში უნდა გაამწვავოს დიბლინგით ან კარში დარტყმით(რასაც მისგან ჩვეულებისამებრ ყველა მოელის ქართველი თუ ნეაპოლელი), პასუხისმგებლობას გაურბის და გდაცემებით იფარგლება.მოკლედ თუ უნდა დიდი ფეხბურთელობა(რაც ჩვენი ოცნებაცაა) და დიდ გუნდში თამაში გასააზრებელი და სამუშაო ბევრი აქვს. პ.ს. ისე იქნებ მანამდე ქნას ეს ყველაფერი . სანამ ინფარქტს აგკვიდებს :)
ვახო
22 თებერვალი 2024 14:42
3
ფაქტია ქებადიდებამ აწყინა და იქნებ დასჯამ აზრზე მოიყვანოს და ცხოვრების წესი შეცვალოს.საცოდაობაა ასეთი ტალანტის წყალში გადაყრა.
ჩემი აზრით
22 თებერვალი 2024 13:26
14
სათაურში რაცაა, ზუსტად ეგაა ახსნილი კარგად, თუ გაეცნობით. უმეტესობა ამბობს, რომ კვარას ცუდი თამაშის გამოა ეს, არადა სხვა ფაქტორებია, რასაც ეს ავტორი ტრადიციულად, იდელაურად ხსნის
პატრიოტს
22 თებერვალი 2024 13:50
4
იმიტომ რომ მოედანზე არ ჩანდა
!!!!
22 თებერვალი 2024 13:40
7
ჩვენდა სამწუხაროთ კვარა რეგრესირებს. გუშინდელი შეცვლა აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი იყო. კვარას რეგრესი ლაურიენტესის ბრალია, რეგრესირებს უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ნაპოლიშიც და გუნდიც უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობს. კვარას რომ ნორმალური აგენტი ყავდეს სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს სხვა გუნდში.
fan1
22 თებერვალი 2024 13:31
7
ეს სტატია თავიდანვე არასწორი დასკვნით იწყება: "კვარას გასვლის შემდეგ გუნდმა შედეგს მიაღწია" - ამბობს სტატიის ავტორი და ამით ახალ მწვრთნელს ამართლებს. შედეგი, ანუ გოლი იყო ინდივიდუალურად ოსიმენის დამსახურება და არა გუნდისა! ოსიმენის, რომელიც თქვენს მიერ მოწონებულ მწვრთნელს გოლის გატანამდე გასაყვანად გამზადებული ჰყავდა და ბურთის აუტზე გადავარდნას ელოდებოდა, რომ შეეცვალა. ბედად მოასწრო ოსიმენმა. რეალობა ის არის, რომ კლუბის მფლობელი ვერ იტანს ავტორიტეტებს (ჯუნტოლი, სპალეტი, ახლა კვარა და ოსიმენი). მწვრთნელებად მოყავს "ვაზელინები". მისი მთავარი მიზანია ავტორიტეტების მოშორება, რათა ერთადერთი ავტორიტეტი იყოს თვითონ. აი ესაა ანალიზი.
Რაგბის ფანი
22 თებერვალი 2024 13:17
9
კვარაცხელიას ადგილზე არაბიძე რომ ჩასვა ახლა ამ ნაპოლიში, გაცილებით უკეთ წარმოაჩენს თავს და გუნდსაც უფრო გამოადგება..
vava
22 თებერვალი 2024 17:27
5
100%
დათო
22 თებერვალი 2024 19:28
1
რა არის იცით გასაკვირი? ამდენი დაბოღმილი და ამდენი ბოტი! თქვენ არა მარტო პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც დაქვეითებული ხართ! გუშინ ოცი წუთი ისე გაილია, ნაპოლი მეტოქის მოედანზე ვერ გადავიდა. როგორც ხვიჩამ სამი კაცი მოატყუა და ამის შემდეგ გადაიწიეს. რამდენჯერ ოლივიერამ არ მისცა პასი, რამდენჯერ ლობოტკამ, პოლიტანომ. ორჯერ პოლიტანომ საგოლე პოზიციაში მყოფს არ მისცა და გადაცემა გაუკეთა მეტოქეს. ბარსელონას თავისი გოლის მერე დაღლა მაგრად დაეტყო და სირმა მწვრთნელმა ამ დროს გამოცვალა. თუ ამას ვერ ხედავთ, გაჩუმდით მაინც, სისულეებს ნუ აფრქვევთ. უკანაც ირბინოს, წინაც ოთხი კაცი დააბზრიალოს? ვერ ხართ თქვენს მოტორზე. ვისაც არ მოგწონთ ხვიჩას თამაში, ნუ უყურებთ. ბუცის გაწმენდა უცხოელისთვის არ დაგავიწყდეთ!!!
გიორგი
22 თებერვალი 2024 23:57
10
100%
როგორც იქნა ბოღმით ავსებულ სექტას მიეცა ბოლის გამოშვების შანსი, მაგრამ ეგენი 1%-იც არ არიან.
Რაგბის ფანი
23 თებერვალი 2024 07:41
2

სიახლეები პოპულარული