"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.
Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). "კვარა" აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, რის შემდეგაც თანაგუნდელების გვერდზე დაჯდა.
ეს ბიჭი არის ჩვენი მარგალიტი,ჩვენი იმედი,ჩვენი მომავალი....
როცა გაწყობთ, მაშინ რომ მოიხსენიებთ ქართველ ერს. სექტანტობაში გადადიოდა ხანდახან მისი გულშემატკივრობა.
ისე, მასსაც უფრო ხშირად თუ გაახსენდებოდა საქართველო, დიდების პიკში მყოფს, კაი იქნებოდა. სპორტს და პოლიტიკას ნუ ავურევთ-ფრაზების ნაცვლად, ერთი-ორი სიტყვა შეეწია საკუთარი ქვეყნისთვის, როგორც ამას დვალიშვილი აკეთებს.
ქვეყნისთვის თუ სარგებელი არ მოიტანა, გადამწყვეტ თამაშებში არ იქნა ნაკრებში, ვერონას და ემპოლის რამდენს გაუტანს, ეგ მე სულ არ მაღელვებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს!
ისე,სამართლიანად თუ მიუდგებით,პასს არ აძლევენ და მარტომ რა გააკეთოს?აბა დააყენეთ ისეთ ფეხბურთელებში,მესის რომ ამარაგებდნენ და ნახავთ სინამდვილეში რასაც წარმოადგენს.ამ სსტავში დეგრადირება ემუქრება მხოლოდ.