"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.
Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). "კვარა" აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, რის შემდეგაც თანაგუნდელების გვერდზე დაჯდა.
ხვიჩას თავში არ აქვს ავარდნილი, მაგრამ ზედმეტად ემოციურია.
გარემოცვა კი ალბათ სათანადო რჩევებს არ აძლევს.