კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ „შტურმს“ უმასპინძლებს. სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაშია - მასპინძელთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, სტუმართა გუნდში კი - ოთარ კიტეიშვილი.
პირველი შეხვედრა "შტურმმა" 4:1 მოიგო, დღევანდელი თამაში კი ბრატისლავაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.