"შტურმმა" "სლოვანს" გასვლაზეც მოუგო და მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „შტურმთან“ 0:1 დამარცხდა.

გრაცულ გუნდს სახლში დამაჯერებელი გამარჯვება, 4:1 ჰქონდა მოპოვებული, მოწინააღმდეგეს სლოვაკეთშიც სძლია და მერვედფინალში გავიდა.

მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ 86-ე წუთამდე ითამაშა, ჯაბა კანკავამ - შეუცვლელად, ხოლო სტუმართა გუნდში ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს. მათი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore: კაშია 7.2, კანკავა 6.7, კიტეიშვილი 6.6. flashscore: კაშია 7.3, კანკავა 6.5, კიტეიშვილი 6.8.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 19 870 მაყურებელი
სლოვანი - შტურმი 0:1
გოლი: ბიერეტი (52)
გაძევება: ბლეკმანი (90+2, სლოვანი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა შეგიძლიათ ეთანაშოთ დინამო მასკვას!!
ბექა
02:37 23-02-2024
1
ეე ამ სოფოსკორმა მთლად გაუბერა რა, კაშიას შეცდომის გამო არ იყო ის გოლი, თავით რო ვერ მიწვდა?
მე არ ვიცი, ამის და კვირკვრლიას იმედად, ჩვენი დაცვა ნაპოლის დაცვაზე უარესი იქნება.
მალხაზ ჯობავა
12:03 23-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული