"კვარაცხელიას მიმართ კალცონა დე ლაურენტისის მითითებით მოქმედებს - ფედელემ აურელიოს ცრუ უწოდა" - აჟიოტაჟი გრძელდება

AutoSharing Option
Il Mattino-ს მიერ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

შეგახსენებთ, გამოცემამ აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, როდესაც შეცვლისას კვარაცხელიას უპატივცემულო ჟესტები რეაგირების გარეშე დატოვეს, შეიძლება დააჯარიმონ და "კალიარისთან" მატჩში სათადარიგო იყოს, რაც სხვებისთვის ნიშანია, რომ ხელშეუხებელი გუნდში არავინაა და კალცონამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან სრული კარტ-ბლანში მიიღო.

რბილად რომ ვთქვათ, დე ლაურენტისისადმა ლოიალურად განწყობილი ზოგიერთი მედიასაშუალება და ჟურნალისტი ხშირად მის სურვილს და პოზიციას ახმოვანებს და ცხადი შეიქნა, კლუბის მფლობელის მითითების გარეშე კალცონა ასეთ გადამჭრელ
ზომებს ვერ მიმართავდა და ყველას აჩვენა, ვინაა სიტუაციის განმგებელი.

calcionapoli24 ირწმუნება, რომ "კალიარისთან" 5 იმ ფეხბურთელს დააყენებენ სასტარტოში, რომლებიც „ბარსელონასთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ: მაცოკი, ოსტიგარდი, მარიო რუი, ტრაორე და ლინდსტრიომი. არც ისაა გამორიცხული, ვიქტორ ოსიმენმა არ ითამაშოს, რომელიც გაციებულია, დღეს საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია და ტრენაჟორებზე დაიტვირთა.

"ტუტოსპორტი" წერს, რომ კალცონა "იუვენტუსის" დიდი გულშემატკივარია და ეს წესით, აურელიომ უნდა იცოდეს, რომელმაც ტურინულ კლუბში გადასული კრისტიან ჯუნტოლის შესახებ თქვა, მისი "იუვეს" ფანობა რომ მცოდნოდა, მაშინვე დავითხოვდი სამუშაოდანო. "ტუტონაპოლის" მტკიცებით, პროვოკაციას აქვს ადგილი.

ნეაპოლელმა მომღერალმა ანდრეა სანინომ ქართველზე ისაუბრა: "ხვიჩას რჩევას მივცემ, რომელსაც ვაღმერთებ, მაგრამ პირადად არ ვიცნობ: ის მოვლენაა და ჩემი აზრით, თუ მოუსმენს მერტენსის ნათქვამს, რასაც მუდამ ამბობდა, ეს შეიძლება "კვარასთვის" საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნდეს. მერტენსმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ კალცონამ მისი ცხოვრება და როლი შეცვალა. ვთვლი, რომ ის კვარაცხელიასთვის საჭირო მწვრთნელია".

კვარაცხელიას ისევ დაუჭირა მხარი ენრიკო ფედელემ: "ხვიჩა უკმაყოფილოა. ამ ეპიზოდმა არ აიძულა უკმაყოფილება გამოეხატა: ის ასევე თავის მომავალზე ფიქრობს. იმედი ვიქონიოთ, რომ თუნდაც ერთი წლით დარჩება. კარგი იქნებოდა, ისიც კმაყოფილი ყოფილიყო, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში მოხდა. დე ლაურენტისმა თქვა, რომ "კვარას" გარემოცვამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების სეზონის ბოლომდე გადადება მოისურვა, ისე, რომ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს არ ჩაღრმავებოდნენ? არ მჯერა, ცრუობს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
დე ლაურენტისი ხელფასის მომატებაზე კი არა,კონტრაქტის გაგრძელებაზე ლაპარაკობს.ერთპიროვნულად დამატებითი პირობების გარეშე,მხოლოდ ხელფასი რომ მოემატებინა,ჯუღელი და კვარა უარს იტყოდნენ?რა არ იმსახურებდა?აქედანაც ჩანს მისი ხვიჩასადმი დამოკიდებულება და ამიტომ უნდა მოითხოვოს გაშვება,ხვიჩამ.დე ლაურენტისი მას,პატივს არ სცემს და ეს საკმარისი მიზეზია,დარჩენა აღარ სურდეს.იძულებული გახდება,გაუშვას.სხვანაირად კვარას ფასი იმდენად დაეცემა,რამდენის დაკარგვასაც,დე ლაურენტისი ვერ დაუშვებს.თუ ამაზე შეთანხმდებიან და ხელს მოაწერენ,ხვიჩას განწყობა გაცილებით უკეთესი გახდება და ეს ნაპოლისაც წაადგება.
სოსო
20:11 23-02-2024
0
მასე არ უთქვამს, ხვიჩას გარემოცვამო, კი არა, კვარას კლანს ველაპარაკეო, რას ნიშნავს? მე მგონია, რომ მანდ რაღაც ისეთი ხდება ხვიჩას თავს, ჩვენ რომ არ ვიცით. რატომღაც, შარშანდელი მანქანის ამბავიც ყველას მიავიწყდა, მე მეჩვენება რომ, გუნდი ხვიჩას არ ათამაშებს, ყველა შეტევა მარჯვნიდან მიდის, ეს კი ცალკეა, იქით. მაძარიმ სცადა მაგის მოგვარება, ცენტრში შეწევით, და თითქოს ცოტა შედეგი მოიტანა, ბურთს უფრო იღებდა და რაღაცას ქმნიდა კიდეც, მაგრამ ახლა იგივეა. დიდი ხანი არ დავწერე, ახლაც ბევრს არ შეგაწყენთ თავს, მაგრამ მე ასე მეჩვენება, მანდ რაღაც ხდება და ჩვენ აზრზე არ ვართ. ეტყობა ხვიჩას, სულ ნერვებზეა, რაღაც ხომ არის მიზეზი, უპატრონობით არ დაიჩაგროს, მეშინია, ნეტა სისულელეს ვწერდე, კარგი იქნებოდა.
ლევანი
23:47 23-02-2024
2

სიახლეები პოპულარული