დავითაშვილის "ბორდომ" მოიგო და პლეი-ოფის ზონას 5 ქულით მიუახლოვდა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის 26- ტურში „ბორდომ“ სახლში „გენგამი“ 1:0 დაამარცხა.

უკვე 57-ე წამზე თავის ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ელისმა, თამაში მხოლოდ 9 წუთის შემდეგ განახლდა და დაშავებული ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ლივოლანმა შეცვალა. „ეკიპის“ ცნობით, ელისის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ჟირონდელები უპირატესობას ფლობდნენ, მე-40 წუთზე პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე ბასილიომ არ დაანება, გადმოვარდნილი ბურთი ლივოლანმა დაარტყა და მეკარემ ფეხით მოიგერია, დამატებაზე კი ვიპოტნიკმა გაიტანა.

დავითაშვილი 86-ე წუთზე შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა და
მისმა გუნდმა გაიმარჯვა. ზურიკოს თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფსეს: sofascore 6.9, flashscore 6.4.

„ბორდომ“ 35 ქულით მე-13 ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 5 ქულა აშორებს და 2 მარტს გასვლაზე „როდეზს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი"
ბორდო - გენგამი 1:0
გოლი: ვიპოტნიკი (40)

მკითხველის კომენტარები / 5 /
როდეზთან ექნება 6 ქულიანი თამაში. 2 თამაშის მოგება უნდა ბორდოს ზედიზედ და უკვე აღზევებისთვის ბრძოლაში იქნება ჩაბმული.
Რერო
08:23 25-02-2024
0
ასეთი ფსკერი ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს..პიწავარდნილი კლოუნია
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული