შვეიცარიის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცხრამეტე მატჩში მესამე გოლი გაიტანა „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მას სამი თვე მოუწია უქმობა.
"ბაზელმა" 25-ე ტურში სტუმრად 2:0 სძლია „ივერდონს“, სიგუამ 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს.
„ბაზელი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 თებერვალს თასის 1/4-ფინალში „ლუგანოს“ უმასპინძლებს.
ივერდონ-ლე-ბენი. „მუნისიპალი“
ივერდონი - ბაზელი 0:2
გოლები: 0:1 სიგუა (37), 0:2 ბარი (83)
გაძევება: დელ ფაბრო (79, ივერდონი)