სერია A-ს 25-ე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 2:3 დამარცხდა.
გამარჯვების გოლი რუგანიმ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ვლაჰოვიჩმა დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე ბოლო 8 მატჩში 9 გოლია. „იუვენტუსი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა და საჩემპიონო ბრძოლაში რჩება.
სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.
„ფროზინონე“ 23 ქულით მე-16 პოზიციაზეა და 3 მარტს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.
ტურინი. ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ფროზინონე 3:2
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (3), 1:1 ჩედირა (14), 1:2 ბრეშიანინი (27), 2:2 ვლაჰოვიჩი (32), 3:2 რუგანი (90+5)