"იუვენტუსმა" "ფროზინონეს" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 2:3 დამარცხდა.

გამარჯვების გოლი რუგანიმ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ვლაჰოვიჩმა დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე ბოლო 8 მატჩში 9 გოლია. „იუვენტუსი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა და საჩემპიონო ბრძოლაში რჩება.

სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 23 ქულით მე-16 პოზიციაზეა და 3 მარტს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

ტურინი. ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ფროზინონე 3:2
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (3), 1:1 ჩედირა (14), 1:2 ბრეშიანინი (27), 2:2 ვლაჰოვიჩი (32), 3:2 რუგანი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოდვა იყო,ფროსინონე.დამატებული დროის დამთავრებას,16 წამი აკლდა და თან ძალიან მახვილი კუთხიდან გაუძვინეს მეკარეს,მესამე გოლი.ძალიან ღირსეულად თამაშობს ეს გუნდი და გული იმიტომ მწყდება,რომ კვერნაძე მუდამ თადარიგში ჰყავთ,თუმცა სათამაშო დროს ვერ იღებს.
სოსო
21:00 25-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული