კვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 1:1.

მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში
"კალიარიმ" კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში თვალსასეირო ვერ იყო, ნეაპოლელებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, შემდეგ  ვიქტორმა რასპადორის პასი გამოიყენა და სკუფეტის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ უკვე დაეუფლა უპირატესობას, ოსიმენმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. 72-ე წუთზე კალცონამ „კვარა“ პოლიტანოთი შეცვალა. შემდეგ პოლიტანომ და ასევე შეცვლაზე შესულმა სიმეონემ შანსები ვერ გამოიყენეს, ბოლოს ლუვუმბუმ ჟუან ჟეზუსის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

„ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ოსიმენი (65), 1:1 ლუვუმბუ (90+6)

მკითხველის კომენტარები / 42 /
მეტის ღირსები არიან - გოლს რომ გაიტან და ლოგიკურად, მეტოქე იძულებულია შემოგიტიოს, სივრცეები გაჩნდება, თამაშის ბოლოს მცველებსაც დაღლილობა დაეტყობათ და მაგ დროს კვარაცხელიას ტიპის მოთამაშე გაგყავს, აუცილებლად უნდა დაისაჯო!
გიორგიპირველი
20:10 25-02-2024
3
მართლა კაცუნა ყოფილა ეს კალცონა. სამაგიერო გადაუხადა ხვიჩას და ზურგშექცევით დახვდა მოედნიდან მისი გასვლის მომენტს. ასეთი მიდგომით გუნდს ააშენებს კი არა, ბოლომდე დაანგრევს. ფსონს ჩამოვდივარ, რომ სეზონის ბოლომდე ესეც გაიზიარებს გარსიას და მაცარის ბედს. ხვიჩაა ცოდვა, ამ საგიჟეთში რომ მოხვდა. მას სჭირდება გუნდი, რომელიც გამართულ ფეხცბურთს თამაშობს და თანამედროვე ფეხბურთის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - დაცვიდან შეტევაზე სწრაფ გადასცლას ცდილობს და ახერხებს. ეს ნაპოლი კი საერთოდ არ ფიქრობს სწრაფ კონტრშეტევებზე, მოედნის ცენტრში მოპოვებულ ბურთს მეკარეს უბრუნებენ და სიღრმიდან მცველებს აწყებინებენ ახალ შეტევას. აქედან რაც გამოსდით, კარგად ეტყობა სერია ა-ს ცხრილს.
ქომაგი
20:15 25-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული