"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" სერია A-ს 25-ე ტურში, გასვლაზე "კალიარისთან" გოლი და გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა და ფრეს, 1:1 დასჯერდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კვლავ მიმართავს რაღაც ექსპერიმენტებს - როდესაც დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცათ, ყველა შემტევი და მათ შორის პირველი ხვიჩა კავრაცხელია შეცვალა და შედეგიც მოიმკა.

ნამატჩევს კალცონამ კომენტარი DAZN-თან გააკეთა: "პრობლემა ფსიქოლოგიურია, რადგან ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ერთადერთი, რაც შემიძლია ვუსაყვედურო ისაა, რომ ბურთით სწრაფად ვერ მოძრაობენ. ძნელი შეხვედრა გამოვიდა, ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო. ამ
დღეებში ბიჭებთან საუბრები მქონდა. დროა საჭირო, პრობლემებს ერთ საათში ვერ გადაჭრი. ძნელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვეცდებით. მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. მაქსიმუმს უნდა ვეცადოთ.

"კვარა"? ბოლო ორ შეხვედრაში ყველაფერი გააკეთა, რაც ვთხოვე. ხანდახან იმდენად მონდომებულია, რომ თავის ხარისხს კარგავს. შესანიშნავი ბიჭია, თუმცა ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილია. მგონია, მალე ჩვეულად დაგვეხმარება.

ოსიმენი უბრალოდ აფრიკის თასის შემდეგ გადაიღალა. მასთან დიდხანს არ მილაპარაკია, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობს".

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხვიჩა, ყოველი თამაშის განმავლობაში მინიმუმ 8-10-ჯერ, მარტო, მთელ
ფრთაზე ახლომახლო მეტოქის მცველის გარეშე, თავისუფალი დგას და არავინ
არც კი იხედება მისკენ და ვერც ვერავინ ახერხებს (დროული
გრძელი) პასის გაჯეთებას !
რამდენჯერ მიყვირია, მიღრიალია ტელევიზირთან - გაიხედეთ, თქვე...
და მინატრია ვინმე ისეთ გუნდში ყოფნა,სადაც ეს ჩვეულ(ებრივ)ი ამბავია ! არა და, ვისაც დათო ყიფიანი ახსოვს ...
--------
წარმატებები უნიჭიერეს ქართველ ბიჭს, რომელსაც ახლა სჭირდება მხარდაჭერა და თანამემამულეთა გვერდში დგომა!
ხვიჩა ძალიან დნიჭიერია, უდიდესი შესაძლებლობებით...

ასეა, თუ მომეჩვენა ?
23:28 25-02-2024
2
შე კაი კაცო, თუ ყველაფერს ასრულებს, რაც დაავალე, რაღაზე ცვლი შუა თამაშის დროს?
ლადო
22:28 25-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული