"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
დიდხანს არ ჩანდნენ და ვეღირსეთ, ხმა აიმაღლეს უალტერნატივო მონებმა, სხვა ჯილაგის ბუცების მაპრიალებლებმა. ხვიჩას ფეხის გადაბრუნებას აქაც ბევრი ელოდება და რა გასაკვირია ნეაპოლში არ იყვნენ ასეთები. ვერ მოგართვით, მოშლილ ორკესტრში ორი სოლო ვერ გაქაჩავს და არც არის საჭირო. ეს უფრო გამოაწრთობს ხვიჩას, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისკენ მიმავალ გზაზე!
გიორგი
26 თებერვალი 2024 02:03
21
ე ბიჯო ჯუგელი აიყვანე ქურთებთან ლავრენტა, კალცონა და მაგათი ფან კლუბის ბოსი.დდდ
tobo
26 თებერვალი 2024 01:55
8
ხალხნო რა გინდათ კვარასგან? თურმე სტადიონზე ქარი ქროდა და მინდორზე ბალახი უზომოდ გაზრდილიყო.
ფეოლა
26 თებერვალი 2024 01:09
11
ამ სტატიიდანაც ჩანს,რომ ნეაპოლელებიც კარგად ხვდებიან,რომ დე ლაურენტისს,ხვიჩასთვის ხელფასი უნდა მოემატებინა,თუმცა დე ლაურენტისიც ნეაპოლელია.ესე იგი,ის ნაძირალაა,მაგრამ მათი ნაძირალაა და სხვის მარგალიტს ურჩევნიათ.იქნებ ეს მაინც გაიგონ,ჩვენმა თანამემალულეებმა და თავისი არჩიონ,სხვისას.მარადონა რომ მარადონაა,ნეაპოლოდან წასვლა და ქვეყნის დატოვება რომ გადაწყვიტა,იტალიის საგადასახადო სამსახურმა დევნა დაუწყო და ქვეყნიდან სასწტრაფოდ წასვლა დასჭირდა.დეტალები აღარ მახსოვს,მაგრამ იტალიაში ნაყიდი ფერქარი,ქვეყნიდან არ გაატანინეს,ეროვნული ღირებულება აქვს და ქვეყნიდან გატანა არ შეიძლებაო.გაზეთ "ლელოში"მაქვს ეს წაკითხული.ასე რომ ხვიჩასთვის ღაწვებს არავინ დაიკაწრავს და არც იმაზე შეწუხდება,რომ რეალურად მას არ აფასებდნენ და მხოლოდ გამოიყენეს.ასე თუ გაწყობს და მოედანზე თავს მოიკლავ,ძალიან კარგი,თუ არა და გასცი შენიცო,ფაქტობრივად ამას ეუბნებიან.ხელფასი რა შუაშიაო,ზოგიერთი რომ გაიძახის,საქმეში შენი კვალიფიკაცია,სწორედ ხელფასით გამოისახება და რამდენსაც გაძლევენ,ესე იგი ეგ არის,შენი ფასი და ასე გაფასებენ.თუ შენ ფიქრობ,რომ მეტი ღირხარ,უნდა მოითხოვო,ხოლო თუ არ მოგცეს,უნდა წამოხვიდე.ჯუღელმა ჯერ რუსეთში ჩააგდო ხაფანგში,ხვიჩა და მერე,იტალიაში.კვარას დღევანდელი პრობლემებიც,დიდწილად მისი დაბალი კვალიფიკაციის,ან თაღლითობის დამსახურებაა
სოსო
26 თებერვალი 2024 00:53
10
ერთხელ ვერ ითამაშო კაი მარა შარშან იანვრის მერე სულ ორჯერ ითამაშო კარგად და თან ბარსელონაში ან რეალში გინდოდეს თამაში ეგრე არ გამოვა ძმაო..არ ტეხავს ფსიქოლოგთან გასაუბრება,შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანთანაც,მშობლებთან,მეგობრები ყველაზე კარგია ესეთ დროს.. აიღე ერთი კვირა, ძმაკაცები შეკრიბე მეუღლე გაგიგებს და გაერიდე ცოტა ხანი მაგ გარემოს..ეგრევე სხვა ,,ხოდზე" დაბრუნდები.. გუშინ ყველას და ყველაფერს ატყუებდი და დღეს ერთ კაცს ძლივს ცდები ესეიგი რაღაც ხდება..
berg
26 თებერვალი 2024 00:47
13
საერთოდ არ გესმის ფეხბურთი- ოფიციალური სტატისტიკა ნახე, ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს, რა კაცს ვერ სცდება
nika
26 თებერვალი 2024 16:25
3
Ase iyo bolos rubinshi, guli qonda avardnili tamashze, wasvla undoda maqedan da am dros bevri werda damtavrda amis varskvlavobao. Napolishi ro gadavida bevri idzaxda skamis axexiebeno, magram rac moxda yvelam Icis.kvara mgznobiarea da fexburtis tamashi unda gundshi da ara ukve eget bandashi. Xelfasit kide fasdeba namushevari.gulshematkivrebi mgoni mashi emigrants xedaven romelic kapikebze imushavebs.aba italieli iyos tu ar gaaprotestebdnen chempion varsklavs milioni qonoda xelfasi.
Gia
26 თებერვალი 2024 00:45
3
ცოლიანი კვარაცხელია არ ითამაშებს ლუქსემბურგთან და ვნახოთ რას იზამენ უცოლო ფეხბურთელები!!!
ქალთმოძულეებს
26 თებერვალი 2024 00:43
19
ასეთი კომენტარები სულ იყო და იქნება, რატომ ახდენთ უფრო დრამატიზირებას?! რას მოგვცემს ან ჩვენ ან ხვიჩას ამგვარი სტატიები??
^^^
26 თებერვალი 2024 00:27
7
მშვიდობით ნეაპოლელებო!!! რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ!!
**
26 თებერვალი 2024 00:25
3
ღირსეული ვარიანტი ხვიჩასთვის თუ ლავრენტასთვის?დ
ttt
26 თებერვალი 2024 00:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული