"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
იმიტომ რომ უკან პასაა DD..ბურთს მისცემენ თუ არა იმის მაგივრად რომ გამწვავებაზე წავიდეს,ტიპი უკან აძლევს პას,მერე უკვირთ რატო შეცვალა მწვრთნელმაო.
თოკო
26 თებერვალი 2024 11:39
26
მე ვიცი, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას. ხვიჩქმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში.
თუ კარგად ითამაშებს, აურელიო 2027 წლამდე არ გაუშვებს. ამიტომ ნაპოლიში თავი უნდა დაზოგოს და ნაკრებში უნდა გამოიჩინოს თავი. ზუსტად ამას აკეთებდა რუბინიდან წასვლის წინ. რუსებს ეგონათ, რომ ვერ თამაშობდა, იმიტომ რომ მცველებმა შეისწავლეს და ფორმა დაკარგა.
გადავა ხვიჩა კარგ გუნდში და ყველაზე მაგრად ითამაშებს
ქ. გ.
26 თებერვალი 2024 11:38
7
იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.

- ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.
ხოდა რამდენსაც უხდიან იმდენისას თამაშობს, უფრო მეტისასაც. აჰა გაგაგებინე, უთარგმნეთ ვინც იცით იტალიური იქნება გაიგონ ბობოსდაბოლოს.
მამუკა
26 თებერვალი 2024 11:30
5
აუფ! მაგდენს რა გადათარგმნის?
ინტრიგანი
26 თებერვალი 2024 15:40
1
ჯანდაბა თქვენა და კურმუხეთი, ჯერ ერთი როგორ არ ცდილობს მარა რამდენი მოატყუოს ნახევარი გუნდი? თან როცა ატყუებდა და გოლები გაქონდა სპალეტი აკრიტიკებდა მასეთ გოლებს მე პასები მლირჩევნია და გადაეჩვია ბიჭი, მაშინ რატო არ დაიცავით?
გოგა
26 თებერვალი 2024 11:28
0
რამდენსაც უხდიან, იმდენივეს აკეთებს, და უფრო მეტსაც... ლოურენტისს სეზონის დამთავრებისთანავე უნდა გაეზარდა მისთვის ხელფასი ორჯერ მაინც, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე... უბრალოდ, უნდა შეეცვალა კონტრაქტში თანხა და დანარჩენი დაეტოვებინა იგივე... სულ ესაა და რად უნდა ამას ჯუღელი და რამე ან ვინმე სხვა... ეს როგორც მადლიერების და ფეხბურთელის დაფასების ჟესტი... და მოლაპარაკებები უნდა გაემართა შემდგომ თუ ამის საჭიროებას დააყენებდა რაღაც ეტაპზე კვარაცხელიას მხარე... გაეტანო, რომელიც კალიარიში გაანათხოვრეს, გაცილებით მეტს იღებდა ნაპოლიში, ვიდრე იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშე კვარაცხელია იღებდა და იღებს დღესაც... სირცხვილი არ არის?!...როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს გუნდის მფლობელი, რომ მსგავსი უსართლობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ კვარაცხელიაზე, არამედ მთლიანად გუნდზე...
ქუთაისი
26 თებერვალი 2024 11:23
3
ეგ კვარას კი არა გარსიაკალცონეს შეეკითხე,საქართველოს ნაკრებმა იცის ასე,როცა უტევს ჩერდებიან და ბურთს უკან საკუთარ საჯარიმოსკენ აბრუნებს,კითხვები სხვისი მისამართით დასვი .ირო. კვარა თქვენ უნდა იპოვნოთ, მან კი არ უნდა გიპოვნოთ,ბარსასთან კალცონე ჩაისვრის მერე ისევ კვარასკენ გაიშვერენ თითს. ლაურენტისს იტალია არა და მთელი მსოფლიო იცნობს რაც არის,როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი მოვიდეს მწვრთნელად?
სვანსკი
26 თებერვალი 2024 11:22
3
აცალეთ ხვიჩინიოს, თაფლობის თვე აქვს:-)
.
26 თებერვალი 2024 11:22
25
ცოლი!…
.
26 თებერვალი 2024 11:19
22
იმიტომ არ აკეთებს რომ ლარნახევარს უხდით. მიიყვანეს ლინდსტრონი, ტრაორე, ნგონგე და კიდევ ვიღაცეები, რომლემსაც 2-3 ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს ვიდრე შარშანდელ სერია ა საუკეთესო ფეხბურთელს. ფუ თქვენი....
ggggg
26 თებერვალი 2024 11:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული