"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბოლო ორ თამაშში,ხუთი-ექვსი ეპიზოდი იყო,როცა ხვიჩა ფლანგზე,თავისუფალ პოზიციაში იდგა,წინ,საკმაოდ შორს,მხოლოდ ერთი მცველი ედგა და გამწარებული უქნევდა ხელს,პარტნიორს,პასი გამოუშვიო.ნახევარმცველებმა კი თამაშის გეზი შეცვალეს და ბურთი მეორე მხარეს გააგორეს.არც თავისუფალ ზონაში აწვდიან პასს და კარიდან ზურგით მდგომს,ზურგზე მცველი რომ ჰყავს მიკრული და მორტყუების შემთხვევაში,ორი კაცი კიდევ აზღვევს,რომელიც ან ბურთს ართმევს და ან აქცევს,ასეთ დროს ხვიჩას როგორ უნდა უთხრა საყვედური?თანაც როცა ცდილობს,თუ დაკარგა ბურთი,დაცვაში სისუსტის გამო სახიფათი კონტრშეტევის რისკი ძალიან დიდია და მწვრთნელებიც რა თქმა უნდა სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.ამას დავამატოთ მსაჯების მიერ მის მიმართ უხეშობაზე თვალების დახუჭვა და მისი მხრიდან პროტესტის გამოთქმაზე გადამწყვეტი მოქმედებები,მედიის მხრიდან ამის გამო კვარას კრიტიკა და დე ლაურენტისის მხრიდან ცინიკურობამდე მისული უპატივცემულობა.რატომ უნდა მოიკლას თავი?როცა აკლავდა,დაუფასა ვინმემ?სულელად ჩათვალეს და აგერ,ნაპოლის გულშემატკივრებიც,თურმე აქეთ უწყრებიან,შენგან ჩვენ ამას არ ვიმსახურებთო!ხვიჩა იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას?!ჯერ მის მიმართ იყო დაუფასებლობა და გამოექომაგნენ ნეაპოლელები?სად ჩანს,ეს გამოქომაგება?წადი რა გაიარეო,აგერ ეუბნებიან და წამო ვიდეს,ასე სჯობია!მაგის ხელფასზე,იქნებ სხვა ვინმე მოძებნონ,კვარაზე უკეთესი.წარმატებებს ვუსურვებ.კარგია ბატონო,კვარას სურათების ფრიალი და და მისი სახელის სკანდირება,მაგრამ როცა ხედავ,რომ მარგალიტი ჩაგივარდა ხელში,მოუფრთხილდი და ლამაზ ბუდეში მაინც ჩასვი,რომ მასაც უხაროდეს მარგალიტობა.
ნეაპოლელებზეა გადაღებული,შესანიშნავი კომედია,"ოპერაცია წმინდა იანვარიუსი"და იქ ძალიან კარგად ჩანს ნეაპოლელების ზნე და ხასიათი.საკუთარი ქალაქის მთავარი სიწმინდეც კი მოიპარეს ტაძრიდან და უცხოეთში გაყიდვა მოინდომეს,საკუთარი ჯიბის ინტერესებისათვის და კვარასგან მოითხოვენ უფასოდ ვარსკვლავობას?დე ლაურენტისიც ნეაპოლელია და ისიც ზუსტად ასევე არ იქცევა?საკუთარი სიხარბით,მთელ გუნდს დაუკარგა მოტივაცია,არავის დაუფასა შარშანდელი თავდადება და წელს,მოსავალს იმკის.ახლა ცდილობს,ფეხბურთელებს,ხელები გადაუგრიხოს და როგორმე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეათრიოს ნაპოლი,მაგრამ თვითონ ფეხბურთელებს,რა?ხვიჩას ფასი,ყოველდღიურად დაიკლებს,მის ხელში,ამიტომ იძულებული გახდება,გუნდიდან გაუშვას.ხვიჩამ,თავისი აგენტიც იქვე უნდა დატოვოს და ვინმე სახელიან აგენტზე გავიდეს,რომელიც მისი ინტერესების ღირსეულად დაცვას შესძლებს.საკუთარი შესაძლებლობები კი,მარტის სანაკრებო თამაშში უნდა დაამტკიცოს,რომლის ჩატარებაც, იმედია რომ მოგვიწევს.
სოსო
13:18 26-02-2024
3
ნეტავი რატომ? ვინმე ცდილობს მის ფლანგზე, ერთი კაცი მაინც რომ გაიყოლოს, თუ სამ კაცს უნდა გასცდეს ხოლმე ყოველი შეტევისას? ან მეორე ფლანგი არის ისეთი დონის, ყურდაღება რომ გადაიტანოს და სივრცე გამოუთავისუფლოს? ანდა დაცვაში დგას ჩამშლელი, თუნდაც კიმისნაირი მცველი, დაკარგული ბურთები გოლად რომ არ იქცეს? მწვრთნელადაც იაფფასიანი ნაყარ-ნუყარი ხალხი მიჰყავთ და მარტო კვარათი რომ კეთდებოდეს საქმე, საქართველოს ნაკრები ევროს შესარჩევზე გასული იქნებოდა უკვე — არცერთი რგოლი არ გივარგოდეს და წარმატებას მოელოდე, გაუგებარია.
nika
11:41 26-02-2024
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული