ფედელე: გოლი დე ლაურენტისმა გაუშვა; მერეტი უტყვია; კვარაცხელია?

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" პრობლემებზე ისაუბრა:

"მერეტს კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ დაცვას ვერ ხელმძღვანელობს და უტყვია. მეკარემ თანაგუნდელებს უნდა უკარნახოს, თუ რა უნდა გააკეთონ. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო "კალიარისთან" მატჩში, ვიდრე ჟუან ჟეზუსი შეცდომას დაუშვებდა. მისი ხმა რომშიც უნდა გაეგოთ, მაგრამ ენა არ აქვს.

და კიდევ: ეს გოლი დე ლაურენტისმა გაუშვა, რადგან კარგი მცველი არ შეიძინა. ერთადერთი, ვისაც დაცვის ცენტრში თამაშის უნარები მართლაც გააჩნია - ესტეგორია. იმ ეპიზოდში გამოცდილი ფეხბურთელი ჟუან ჟეზუსზე უკეთ გაერკვეოდა
სიტუაციაში. მას უკან თვალი არ აქვს და მერეტს უნდა ეკარნახა. "ნაპოლი" თავისი ნაკლოვანებების მსხვერპლია - დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მენეჯმენტით".

ფედელემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კვარაცხელია და ოსიმენი "ბარსელონასთან" მოედნიდან არ უნდა გაეყვანათ და იგივე ამჯერადაც გაიმეორა: "კვარაცხელია? მას ყოველთვის ვათამაშებდი, არასოდეს არც მას შევცვლიდი და არც ოსიმენს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველაზე ზუსტი შეფასებაა! დე ლაურენტისის პიროვნული ხარვეზები ნაპოლის ფსკერისკენ ითრევს!
დო მაჟორი
23:09 27-02-2024
0
ფიდელ კასტრომ ტახი მოკლა
მესიმენდემ ქვეყანაო
ფიდელ კასტროს დედაც ******,
მესიმინდის ჯერ არაო!
ძველი ფუნაგორია გამახსენდა
21:29 27-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული