
calciomercato და La Gazzetta dello Sport-ი იტყობინებიან, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.
ზაფხულში კილიან მბაპე "რეალში" გადავა და პარიზული კლუბი მის შემცვლელად, კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) და რაფაელ ლეაოს (მილანი) კანდიდატურებს განიხილავს. აღნიშნულია, რომ ქართველი პსჟ-ისთვის პრიორიტეტულია.
ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 80 მილიონი ევროა.
აღნიშნულ საკითხზე "ჩემპიონატთან" კომენტარი "კვარას" აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა: "ბარსელონა" და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ-კლუბებისგან წინადადებები
არის. შეხედეთ მას! როგორ შეიძლება არ იყოს შემოთავაზებები? მაისში უფრო მეტი გაირკვევა".
აღნიშნულ საკითხზე "ჩემპიონატთან" კომენტარი "კვარას" აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა: "ბარსელონა" და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ-კლუბებისგან წინადადებები