იტალიაში საბა საზონოვის ერთ-ერთი მწვრთნელი დააპატიმრეს

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, იტალიურმა პოლიციამ "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტი მიკელე ორეკიო დააპატიმრა.

საქმე ისაა, რომ ორეკიო "რომას" საწვრთნელი ბაზის, "ტრიგორიას" მახლობლად ხეზე იმალებოდა და ბინოკლით "ჯალოროსის" ვარჯიშს აკვირდებოდა, რის გამოც ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.

მისმა ამ თვალთვალმა შედეგი მაინც ვერ მოიტანა. სერია A-ს 26-ე ტურში ტურინელებმა გასვლაზე "რომასთან" 2:3 წააგეს, საბა საზონოვმა კი მე-14 წუთიდან ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭო, კაცი ხიდან ჩამოხსნეს და პოლიციაში წაიყვანეს. ანუ, ძვირფასი ინფორმაცია ვერ მიიტანა დანიშნულების ადგილამდე. :) და რანაირად გამოიყენებდა აბა ტორინო მისი ჯაშუშობის შედეგებს? ამიტომ წააგეს.
ისე, ეპასუხა დათა თუთაშხიასავით - "არავის საქმე არაა საით გავიხედები მე." ბინოკლი ჩემია და საითაც მინდა, იქით გავიშვერო. :)
კოლა
28 თებერვალი 2024 16:00
1
ციანიდის ამპულა არ ჰქონდა ჩაკერებული საყელოში რომ ჩაეკბიჩა? ცოცხალი რატომ ჩაბარდა მტრის ხელში.
გოგია
28 თებერვალი 2024 15:54
1
ალბათ სტოლბის ხეზე იყო ასული და დაინახეს
მუმუ
28 თებერვალი 2024 12:32
1
ეს მარტო არ იქნებოდა, უეჭველი თანამზრახველიც ეყოლებოდა
მამუკა
28 თებერვალი 2024 00:17
0
ამათთან დრონი ჯერ არ გამოუგონიათ?
რმ
27 თებერვალი 2024 20:33
1
ვანჩოპე
27 თებერვალი 2024 17:24
2
კაი ხანია ასე არ მიხარხარია.. შენ გაიხარე სპორტალ
ვანჩოპე
27 თებერვალი 2024 17:22
2
ხუმრობთ?!
ავლიპ ზურაბიშვილი
27 თებერვალი 2024 12:13
3
ეს ამბავი პირველი აპრილისთვის შეინახეთ.
ქ. გ.
27 თებერვალი 2024 11:32
3
აი, რა ხეირია პარლამენტარობაში, - დარწმუნებული ვარ, კობიაშვილი რომ აძვრეს ხეზე, ფეხებსაც ვერავინ მოჭამს...
დდდ
27 თებერვალი 2024 11:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული