Gazzetta dello Sport: ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, კვარაცხელია "ნაპოლიდან" წავა

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, "ნაპოლის", სავარაუდოდ, წამყვან ფეხბურთელებთან შელევა მოუწევს.

წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "პარტენოპეიდან" ვიქტორ ოსიმენი აიბარგებს და ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერგასვლის შემთხვევაში ერთგვარი ფინანსური შვებაც იქნება.

აურელიო დე ლაურენტისის გუნდმა გასული სეზონი 80-მილიონიანი მოგებით დახურა და ამ სეზონამდე გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო.

Gazzetta dello Sport-ი წერს იმასაც, რომ თუ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაც ძალიან გაჭირდება და მისი ამბიციებიდან და ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე,
ქართველიც წასვლაზე იფიქრებს.

ჩვენი იტალიელი კოლეგები მამუკა ჯუღელის ბოლო განცხადებებზე აკეთებენ აქცენტს, სადაც მან თქვა, რომ "კვარას" დამატებით არაერთი ტოპ გუნდია დაინტერესებული და ეს ერთგვარი ნიშანიც იყო.

აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 11 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც დღეს გასვლაზე "სასუოლოსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიანაც კარგს იზამს თუ წავა. არსენალი მნჩესტერი ბაიერნი სიტი ლივერპული
giorg
14:29 28-02-2024
11
წავიკითხე კომბლეს კომენტარი. :)
არ ვაკნინებ ამ ადამიანს. უბრალოდ, მისი ნაწერიდან ვასკვნი, რომ აქვს მენტალური პრობლემები. არ ვუკარგავ იუმორის გრძნობას და არც იმას, რომ წიგნების მიმართ არაა უცხო.
მაგრამ ასე ალოგიკური, ნახტომისებური გადასვლები ერთი აზრიდან მეორეზე, აშკარად არ მიუთითებს ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანზე.
სულ რომ ღადაობით წერდეს ადამიანი, ასე მკვეთრად განსხვავებული აზრები უცებ როგორ უნდა მოსდიოდეს თავში. :))
ბეზ პიწი მინუტ ფსიქოლოგი. :))
18:17 28-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული