ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "სასუოლოს" 3:1 ამარცხებს

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე „სასუოლოს“ 3:1 ამარცხებს.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. პირველი მომენტი ოსიმენს შეექმნა, რომელსაც ჩაწოდებულ ბურთზე ფერარიმ დაასწრო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შემდეგ „ნაპოლიმ“ გოლი გაუშვა - შორიდან მერეტის კარი რაჩიჩმა დალაშქრა. თუმცა მალე რაჰმანიმ და ოსიმენმა გაიტანეს და ნეაპოლელები დაწინაურდნენ. მერე კვარაცხელიამ ცენტრიდან სცადა კარიდან გამოსული კონსილისთვის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ხვიჩასაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კონსილმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:3
დასრულდა.

რეჯო-ემილია. „მაპეი“
სასუოლო - ნაპოლი
გოლები: 1:0 რაჩიჩი (17), 1:1 რაჰმანი (29), 1:2 ოსიმენი (31), 1:3 ოსიმენი (41)

ასევე დაგაინტერესებთ