დუბლი და საგოლე პასი "სასუოლოსთან" - ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სასუოლოს“ 6:1 სძლია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. პირველი მომენტი ოსიმენს შეექმნა, რომელსაც ჩაწოდებულ ბურთზე ფერარიმ დაასწრო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შემდეგ „ნაპოლიმ“ გოლი გაუშვა - შორიდან მერეტის კარი რაჩიჩმა დალაშქრა. თუმცა მალე რაჰმანიმ და ოსიმენმა გაიტანეს და ნეაპოლელები დაწინაურდნენ. მერე კვარაცხელიამ ცენტრიდან სცადა კარიდან გამოსული კონსილისთვის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ხვიჩასაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კონსილმა მოიგერია და პირველი ტაიმი
1:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მცველს ბურთი აართვა, ვიქტორს კარის წინ პასი გაუკეთა და მან ჰეთ-თრიკი მიითვალა. ნიგერიელმა 10+ გოლი ზედიზედ მეექვსე სეზონში გაიტანა. ქართველი კი ამით როდი დაკმაყოფილდა, დუბლი შეასრულა, "ნაპოლიმ" კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 8 ქულა აშორებს და 3 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

რეჯო-ემილია. „მაპეი“
სასუოლო - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 რაჩიჩი (17), 1:1 რაჰმანი (29), 1:2 ოსიმენი (31), 1:3 ოსიმენი (41), 1:4 ოსიმენი (47), 1:5 კვარაცხელია (51), 1:6 კვარაცხელია (75)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ხვიჩამ მთელი თამაში კარგად ჩაატარა. მისი გოლები უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, და მცველების სისუსტით არ იყო გამოწვეული ხვიჩას წარმატება.
მცველებმა ოსიმენს აჩუქეს გოლები. ხვიჩას მომენტებში მათ შეცდომები არ დაუშვიათ.
ქ. გ.
29 თებერვალი 2024 13:57
4
ისე რამდენი სუპერექსპერტები გვყავს ბოღმით სავსე? რა გჭირთ ხალხო ასე რამ გაგაბოროტათ? ერთი წესიერი და წარმატებული ფეხბურთელი გვეღირსა ბოლო 20 წელია და რატო ხართ ასე ჩასაფრებულები? ერთი სული გაქვთ ფეხი წამოიკრას ,მერე რომ თქვათ ,მე ხომ ვამბობდით! რაც კვარამ ერთ წელიწადში საქართველოს სახელისთვის გააკეთა,თქვენ მოდგმას მთელი ცხოვრება არ გაუკეთებია!
დავიდუსი
29 თებერვალი 2024 13:04
4
უსახელო ნაბიჭვრებს ვეძახი ასეთებს. რამდენი წელი ელოდა საქართველო ასეთ ტალანტს, რომელიც დიდი გამარჯვებებისკენ გაუძღვებოდა ჩვენს ნაკრებს. გამოჩნდა როგორც იქნა და ეს ბოღმა ტიპები რა დღეში არიან, აქ ნაცობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ბრიყვებთანა გვაქვს საქმე.
შენ ეგა თქვი
29 თებერვალი 2024 16:16
1
რა თქმა უნდა პროგრესია როგორც გუნდის ასევე კვარასი.. ოღონდ როგორც გვჩვევია ნუ გადავარდებით ახლა უკიდურესობაში.. ჯერ ერთი სასუოლოა მცველებმა 2 ტაიმში თამაშს თავი დაანებეს და მოხდა კიდეც რაც მოხდა, ხოლო ხვიჩას სახეზე კარგია ცოტა ღიმილი დავინახეთ გოლებიც გაიტანა თუმცა უმოტივაციო და მდგარ მცველებთან.. სათაურიც არ ვარგა ეს არ არის ძველი ხვიჩა! 1 ტაიმი ცუდი ქონდა, ბურთის მიღება, დარტყმა.. კიდევ ასე 15 წუთი და შეცვლიდნენ.. მარა ვიმეორებ კარგია, ამ ხაზს და განწყობას მიყვეს და იმედია მართლაც დაბრუნდება ძველი ხვიჩა
ვახო
29 თებერვალი 2024 12:25
1
Clueless person:
- სასუოლო ჭ-კლასის გუნდია. ეს მოგება არაფერს არ ნიშნავს.
Knowledgeable man:
- ამ სეზონში სხვა სუსტი გუნდების წინააღმდეგ უჭირდა ნაპოლის. ეს იყო ხარისხიბრივად სხვა თამაში. ნაპოლიმ პირველად ითამაშა კარგი ფეხბურთი.
ქ. გ.
29 თებერვალი 2024 12:07
2
ბოლომდე უნდა წაიკითხოთ. წინასწარ ნუ ადისლაიკებთ.
ქ. გ.
29 თებერვალი 2024 13:52
0
ისე არ იქნება ურიგო რომ ნაპოლი საქართველოს ლიგაში გადმობარგდეს. რამდენი ასეთი "შესანიშნავი" თამაშის მომსწრე გავხდებით. თანაც ყველა თამაშში 6:1,8:0,7:2 და ამდენ გოლს სად ვნახავთ.
ჟორა
29 თებერვალი 2024 11:18
22
მართლა ჟორა ხარ შენ. ბოღმიანებმა და შურიანებმა ერთი საიტი შექმენით და იქ ამოანთხიეთ ღვარძლი. თქვენ რამე ბოროტი რომ არ თქვათ ისე კარგად ვერ გრძნობთ თავს.
ჟორა დღეს ბედნიერია. უკვე ამოანთხია დილიდან.
ვანჩოპე
29 თებერვალი 2024 12:18
2
Did gundebtan ver tamashobs camcuxarod.gamocdileba aklia
Pele
29 თებერვალი 2024 10:46
14
მერამდენედ დაბრუნდა უკვე წელს? ამ საიტზე მგონი უკვე მე-4 დაბრუნებაა))
Tengo
29 თებერვალი 2024 08:07
9
,,იუვენტუსთან,, თამაში იქნება ლაკმუსის ქაღალდი, ,,ნაპოლისთვის,,.
მწვრთნელის ხელი ეტყობა გუნდს.
რაც შეეხება ჩვენს მარგალიტს, პირველი დარტყმის მომენტში, როცა მეკარემ ფეხით აუღო, კრეატივის ნაკლებობა ვიგრძენი, ,,პოდსიბიას, შემთხვევაში მცველი ხაჭაპურზე იყო და გოლი გავიდოდა, ასე მგონია.
გამორთულია ჯერ-ჯერობით ხვიჩა კრეატივზე და ვინმემ უთხარით, ჩართოს.
100%
29 თებერვალი 2024 07:56
8
მესი,სახელს რატომ მალავ?
davi
29 თებერვალი 2024 10:02
3
ვიცი, რომ აუტსაიდერ სასუოლოსთან მოგებული თამაში, თუ გინდ დიდი ანგარიშით, მყარი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ ამ თამაშში იყო ის, რაც სპალეტის დროინდელ ნაპოლის გვაგონებს - ბევრი უბურთოდ მოძრაობა, გახსნები და რაც მთავარია, ხვიჩას დანახვა პარტნიორების მიერ და მასზე დროული პასები. არ ვიცი გუნდი როდის გაიმართება, მაგრამ, როგორც თამაშიდან გამოჩნდა, კალცონეს ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვს და ამ გზით სიარული შედეგს აუცილებლად მოიტანს.
აი, ეს არის თანამედროვე ფეხბურთი და თანამედროვე იდეებით აღჭურვილი მწვრთნელი (მსგავსი მიდგომები შეიმჩნევა გვარდიოლას, ანჩელოტის, სიმეონეს „ინტერში“, ამ ბოლო დროს ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენში“) და ამ იდეებით შემკული მწვრთნელის ხელში ჩვენს ნაკრებსაც იგივე წარმატებები ელოდება.
თენგაბი
29 თებერვალი 2024 06:04
4
სასუოლო არა სალერნიტანა და სიქთივკარის გუნდებია მაგარი , მილანი კიდე ოღონდ წნორის
ეუფ
29 თებერვალი 2024 01:59
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული