მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"პარტენოპეის" ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ იტალიურ პრესაში ბევრი რამ დაიწერა. მათ შორის გაჩნდა კითხვა - დაბრუნდა "ნაპოლი"?
ჟურნალისტი პაოლო ესპოზიტო ფიქრობს, რომ ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.
"როგორც ყოველთვის, ნეაპოლში დეპრესიიდან ეიფორიაში თვალის დახამხამებაში გადავდივართ.
ეს ყოველთვის იყო ამ ადგილის ყველაზე დიდი ნაკლი. ჩვენ დღეს საჩოგბურთო ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვისთან გვქონდა შეხვედრა.
ასე რომ, დაელოდეთ კვირას "იუვენტუსთან" შეხვედრას და ვნახოთ, დაბრუნდა "ნაპოლი" თუ ისევ ის უღიმღამო გუნდი დარჩა", - თქვა ესპოზიტომ.