ბადრი კვარაცხელიამ შვილის მომავალზე ისაუბრა - როგორი იქნება "იუვესთან" "ნაპოლის" შემადგენლობა

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდი მეტოქეს 17 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მათი შეხვედრა მუდამ დაძაბულია და სატურნირო მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს "სასუოლოს" განადგურების შემდეგ, "ნაპოლის" გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

"იუვენტუსი" ნეაპოლში გუშინ ჩავიდა, სასტუმროსთან უამრავი ადგილობრივი ტიფოზი იმყოფებოდა და სტვენითა და ყიჟინით შეხდნენ. Areanapoli წერს, რომ მასპინძლები და განსაკუთრებით კვარაცხელია და ოსიმენი მეტოქის პროვოკაციების მიმართ მზად უნდა იყვნენ, როგორც ამას ადრე ფედერიკო გატისგან ჰქონდა ადგილი, მსაჯსაც ყურადღების გამახვილება მართებს და VAR-საც.

calcionapoli24 ირწმუნება,
რომ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა შემდეგ სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს მოედანზე: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია ოსიმენი.

Sky Sport-ის იგივე შემადგენლობას ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, ოლივეირა და ზილენსკი იქნებიან სასტარტოში თუ მარიო რუი და ტრაორე.

რადიო TV Series A-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა: "თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი შვილის მისამართით ნათქვამი შესანიშნავი სიტყვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა.

ძალიან რცხვენია, როდესაც დიეგო მარადონას ადარებენ, თუმცა ბედნიერია და იცის, როგორ გადაუხადოს ამისათვის ფანებს მადლობა. მე ნეაპოლსა და მთელ იტალიას მადლობას ვუხდი, რომ აფასებენ და უყვართ ჩემი შვილი. საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის არჩევანს პატივს ვცემ".

Spazionapoli ხაზს უსვამს, რომ ბადრი კვარაცხელიას ნათქვამი ძალიან გაახარებს ქომაგებსა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, "კვარას" ჯერ სრულად არ გამოუვლენია საკუთარი პოტენციალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტრაქტის განახლება და ზაფხულში ოსიმენის წასვლის შემდეგ, გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბადრი, ჯუღელს ერთი კაი მადლობა უთხარი და მოაშორე შენს შვილს. ახლა სულ სხვა დონის აგენტი სჭირდება ხვიჩას.
გიორგი
04 მარტი 2024 13:32
0
მესმის რომ თპვმდაბალია, შესანიშნავი თვისებაა და უხდება კიდეც, პატივს სცემს გუნდებს, განსაკუთრებით მათ ვინც მისი მისვლისას გუნდში დახვდათ და თავისი ადგილი აქვთ მოედანზეც და გასახდელშიც,მაგრამ ლიდერობა თუ უნდა ვინცხა, გუშინ საღაციდან მოთრუელი, ლინდსტრომი ბურთის წართმევას ვერ უნდა უბედავდეს.
Bs
03 მარტი 2024 20:39
1
მართალია,როგორც პირველ წელს თვითონ ვერ ბედავდა რუიზე თქმას ათიდან ერთი კუთხური მოეწოდებინა..ასე უნდა იყოს იმ დანიელის შემთხვევაში
მირო
04 მარტი 2024 01:49
0
ბადრიიი, ხვიჩას ყველაზე დიდი გულშწმატკივარი შენ ხარ, ამიტომაც “მარადონას ადარებენ” დაივიწყე!!! ვიღაც ეიფორიაში ჩავარდნილმა ჟურნალისტმა უაზრობა წამოროშა და წავიდა სულელური მსჯელობა… წარმატებები ხვიჩას!
პაატა
03 მარტი 2024 15:14
7
ძალიან სწორადაც ლაპარაკობს ! აბა ხომ არ იტყვის ხვიჩას ერთი სული აქვს როდის გაიქცევა ნაპოლიდანო ? ეგრევე გადაუმტერებს მთელ ნეაპოლს !
zura222
03 მარტი 2024 15:14
3
ცოდვა ხარ.
Zaza
03 მარტი 2024 14:36
9
წარმატებები ხვიჩას!
გიზოგ
03 მარტი 2024 11:18
2
იუვეს გაუტანს 3 გოლს,ბარსელონას 4 გოლს და ლიგის ფინალში სიტის გაუტანს 6 გოლს.ზაფხულში ელოდება რეალი,ბარსა,სიტი,ლივერპილი,ბაიერნი.პსჟ.მერე მოიგებს ევროპას,მერე მსოფლიოს და აიღებს 15 ოქროს ბურთს.გაიღვიძეთ სექტა თუ გავაგრძელო?მაგარი ცოდვა ხართ
zaza
03 მარტი 2024 10:42
83
დამშვიდდი, რა დღეში გაქვს ნერვები? :))
. . . gza-gza -ს
03 მარტი 2024 12:25
2
ნაპოლი რომ ჩემპიონი გახადა იტალიის ეგ დაგავიწყდა ჩამონათვალში. ბიღმას სექტა ჯობია ბევრად ძაან (ღმერთო შენ დაგვიფარე ასეთებისგან)
gavasha19
03 მარტი 2024 12:13
4
ყველა გამოხმაურება
დღევანდელ თამაშში ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.
ხვიჩა! პირველი hat-trick-ის დროა!
ქ. გ.
03 მარტი 2024 06:24
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული