"ეს თუ თერთმეტმეტრიანი არ არის, რისთვის არსებობს VAR-ი?" - იტალიაში "კვარაზე" უხეშობის გამო აღშფოთებული არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 მარტს, "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ყოფილი მცველის, პაოლო ზილიანისა და საფეხბურთო მიმომხილველის, მაურიციო პისტოკის თქმით, ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიაზე მცველმა თამაშის წესები დაარღვია და "ნაპოლი" თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.

"რისთვის არსებობს VAR-ი? მსაჯს არაერთი მომენტი გამოეპარა, კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. აგრეთვე, კამბიასო და ბრემერი არ გააძევა და მაინც მოიგეს“.

მაურიციო პისტოკი (საფეხბურთო მიმომხილველი): "მსაჯმა მეხუთე წუთზე კამბიასოს მიერ კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა. შემდეგ იმავე კვარაცხელიას ხელით დაჭერისთვის კამბიასოს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. სწორად
რომ ემსაჯა, მატჩი სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა", - განაცხადა პისტოკიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 12 /
რა თქმა უნდა, მართალია ეს კაცი!
კბილებდაკრეჭილი ალეგრი კი იუვეს მამების წინაშე ცდილობს თავის მართლებას და კვარაზე სისულელეებს ამბობს.
მოვა დრო და ტურინშიც გაგიჭედავთ ლამაზ გოლს ჩვენი ოქროს ბიჭი!
მანფრედ კალცი
12:03 04-03-2024
3
ზუსტი შეფასებაა იუვე დაინდო მსაჯმა თორემ სულ სხვა თამაში იქნებოდა
მამუკა
11:54 04-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული