არველაძის გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ბალოტელიმ შეწყვიტა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „დემირსპორთან“ 0:1 დამარცხდა.

გოლი პირველ ტაიმში პენალტით მარიო ბალოტელიმ გაიტანა.

ამით შეწყდა ყველა ტურნირზე არველაძის გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია - 3 მოგება და 2 ფრე.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 9 მარტს გასვლაზე „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდება.

ადანა. „ადანა სტადიუმი“
დემირსპორი - ფატიჰ კარაგუმრუკი 1:0
გოლი: ბალოტელი (27, პენ)
გაძევება: ჩეკერინი (90+8, ფატიჰ კარაგუმრუკი)

alt"ძალიან ბედნიერი ვარ" - არველაძემ "გალათასარაის" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თურქეთის სუპერლიგა საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია უკეთესი ვიდრე რუსეთის და ძალიან ახლოს არის პორტუგალიის ჩემპიონატთან დონით ფენერბახჩე და გალათასარაი ძაან კაი გუნდებია ამიტომ ქართველების ხილვა გამიხარდებოდა ასეთ ლიგაში იმედია მოიძებნება ვინმე საქართველოში ვინც ასეთ დონეს გაქაჩავს
ABCABC
05 მარტი 2024 16:52
1
ამ კაცმა დაწყება კაი იცის, მარა გაგრძელების რა მოგახსენოთ. იმედია ახლა გამოუვა.
Rrr
05 მარტი 2024 11:01
2
შოთი არა მარტო კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელიც საკმაოდ მაღალი დონისაა. ცოტა დრო ჭირდება, რომ გუნდი დაალაგოს, მისი იდეების და გემოვნების შესაბამისი ტრანსფერები განახორციელოს. წარმატებები შოთის!
თენგაბი
05 მარტი 2024 09:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული