კარგი ამბავი: ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგა და "სუონსისთან" მატჩისთვის დაბრუნდება.

ჩაკვეტაძემ "მილუოლთან" გასული ტურის შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა და მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ მუხლი სტკიოდა, არ გარისკეს და განაცხადში არ შეიყვანეს.

ჩემპიონშიფის 36-ე ტურის დაპირისპირება "უოტფორდსა" და "სუონსის" შორის 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები, ამ კარგ ქართველს!
როგორ მენანებოდა ამდენი ტრამვებით მიყუჩებული მისი ტალანტი!
იხარე და გაგვახარე!
შორენა
09:03 07-03-2024
0
საბედნიეროდ განსაცდელი ჩავლილია. დარწმუნებული ვარ ამ ბიჭს ჯერ მცირე ნაწილიც არ უთქვამს იმისა, რაც სათქმელი აქვს. მისნაირი ამ ნაკრებში კი არა, ზოგადად ძალიან ცოტა გვყოლია. მხედველობაში მაქვს ჩაკვეს უნიკალური უნარი თამაშის ხედვისა. ეს თვისება მისეულ სასტარტო აჩქარებასთან ერთად. მას სრულყოფილ თანამედროვე ფეხბურთელად წარმოაჩენს. ამასთანავე მისი გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე პოზიციაზე, რაც ტრენერისთვის დამატებითი ბონუსია. ერთი სული მაქვს ნორმალური ტრენერის ხელში ჩვენეული შემტევი სამკაპი ვიხილო: კვარა - ჩაკვე, მახვილში - ბუდუ, ან კვარა-არაბიძე წინ ბუდუთი და ნახევარდაცვა ჩაკვე -კიტეიშვილით. არიან ჩვენში ისეთებიც ვინც ამას ირონიით შეხედავს, მაგრამ ასეთების აზრი სულ არ მაწუხებს, მთავარია ეს ბიჭები ჯანმრთელები და შემართულები იყვნენ. უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის დონეზე ერთერთი სანახაოებრივი და გამორჩეული წინა ხაზი გვეყოლება. შევხდებით ევროპაზე, მეგობრებო! ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!
ამატაკი
14:16 06-03-2024
0

სიახლეები პოპულარული