კარგი ამბავი: ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგა და "სუონსისთან" მატჩისთვის დაბრუნდება.

ჩაკვეტაძემ "მილუოლთან" გასული ტურის შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა და მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ მუხლი სტკიოდა, არ გარისკეს და განაცხადში არ შეიყვანეს.

ჩემპიონშიფის 36-ე ტურის დაპირისპირება "უოტფორდსა" და "სუონსის" შორის 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანმრთელობას გისურვებ ჩაკვე, ჩვენი იმედი ხარ
ირაკლი
19:52 05-03-2024
0
აი რით განსხვავდება ბრიტანეთი ბელგიისგან გენტში, რომ ყოფილიყო ჩაკვე ეტყოდნენ რა დისკომფორტი რის დისზკომფორტი გადი და იკთამაშეო და საოპერაციოს გახდიდნენ.
tobo
01:14 06-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული