"ხვიჩა "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ..." - ჯუღელის ნათქვამმა იტალიური მედია ისევ ააფორიაქა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა კომენტარი "გაძეტა დელო სპორტთან" გააკეთა:

"ხვიჩა ძალიან გულდაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდს ერთად ვუგულშემატკივრებთ.

რაც შეეხება მის მომავალს, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით და ვნახავთ, რა გამოვა. "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.

კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ შემიძლია, ეს კლუბის პრეზიდენტის საქმეა. მე ხვიჩას კონტრაქტს და სამუშაოს ვიცავ. ყველაფერი მაისის ბოლოს გაირკვევა".

ჯუღელის ნათქვამმა იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. Areanapoli
წერს, რომ 10 მილიონ ევროდ შეძენილი კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70-80 მილიონია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის არავითარი პუნქტი არ არის შეტანილი, ამიტომ ღირებულება დე ლაურენტისმა უნდა დაადგინოს და ძნელი სათქმელია, რა მოხდება, თუ ქართველში ვინმე 100 მილიონს შესთავაზებს. "ცხელი ზაფხული გველის", - ასკვნის გამოცემა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კვარა" "ნაპოლიში" დარჩება და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა მნიშვნელობა აქვს რა ეწერება კონტრაქტში?!შავ ფულზე ჯუღელი იტყვის უარს დე ლაურენტისი თუ ძველი ბიჭები ნაპოლიში სახლში რო უზიან ხვიჩას??
ჯეჯე
07 მარტი 2024 14:45
8
რა მნიშვნელობა აქვს რა ეწერება კონტრაქტში?!შავ ფულზე ჯუღელი იტყვის უარს დე ლაურენტისი თუ ძველი ბიჭები ნაპოლიში სახლში რო უზიან ხვიჩას??
ჯეჯე
07 მარტი 2024 12:07
14
შე ჭორიკანა კაცო,თუ კაცი ჰქვია ასეთი სიტყვების ავტორს.
07 მარტი 2024 14:22
0
ხვიჩას მთავარი პრობლემა მისივე ოროსანი აგენტია , ამას ვამბობ ზაფხულიდან მოყოლებული და აჰაა...
pablo
07 მარტი 2024 09:58
9
აქმდეც ვფიქრობდი რომ კონტრაქტში ვერ იყო რაღაც წესრიგში და თუ მართლა არ არის გამოსასყიდი თანხა მითითებული, მაშინ ეს ყველაფერს ხსნის. ეს კაცი აგენტი კი არა ...ა, მილიონებზე ლაპარაკობს და კაბალაში ყავს ჩაგდებული ხვიჩა. ახლა გასაგებია რატომ არი ლავრენტა მშვიდად. ეს დედააფეთქებული ასეთი რამე როგორ უნდა გაუკეთო ადამიანს, ასეთ კონტრაქზე როგორ უნდა მოაწერინო ხელი. იმ პერიოდში მაქსიმუმ 30 მილიონიან გამოსასყიდზე სულ ხტუნვა ხტუნვით მოაწერდა ხელს ის წუწურაქი ბებერი და აქეთ იქნებოდა ახლა ,,სარზე". როგორ არ გაზრდიდა მერე 15 მილიონამდე ხელფასს ვნახავდით . აგენტი კი არა მზეია მზეიი. ან საერთოდ რომ მოკეტოს?! ვერა?!
ქორ-პარიკმახერი
07 მარტი 2024 09:24
5
კი ბატონო, ლოგიკით მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ არავინ ამბობდა რომ მასე იყო. რაც არ უნდა ვიძახოთ რა ჩვენი საქმეა სხვისი ფულიო, საქმე იმაშია რომ მოუგვარებელი თემა ყველა ვარიანტში გავლენას ახდენს ხვიჩას კარიერაზე და თამაშზე.
Pablo-ს
07 მარტი 2024 13:34
0
კონტრაქტში რომ გამოსასყიდი თანხა არ იყო ჩადებული ეგ ამბავი თავიდანვე ცხადი იყო, თორე ხვიჩას წელს ან 5-6 მილიონი ექნებოდა ხელფასი, ან გაუყვებოდა კიმის გზას.
pablo
07 მარტი 2024 09:56
1
ადრე ფეხბურთს უბრალო ბიჭები თამაშობდნენ ახლა კი მილიონერი ბიზნესმენები
ვახსიმონტო
07 მარტი 2024 09:02
0
ვინმემ რო აუკრძალოს ამას პროგნოზების კეთება არ გამოვა? წალეკა ტვინი უკვე.
გიორგი
07 მარტი 2024 08:49
1
მე ხვიჩას კონტრაქტს ვიცავ,მის სამუშაოს ვიცავ!შენისთანა დამცველის ტუუუ!
სოსო
07 მარტი 2024 08:12
1
ეს ჟურნალისტებიც, წავლენ-წამოვლენ და ამ ჩლუნგს მიადგებიან ინტერვიუზე. იციან, რამე არაორდინალურს იტყვის და წაკითხვადი სტატია გამოუვათ მყვირალა სათაურით.
კოლა
07 მარტი 2024 04:44
2
ჯუღელზეა ნათქვამი რა: ენას ძვალი არა აქვსო.
ნიკი
07 მარტი 2024 00:35
8
ჯუღელის არა, ომი რომ დაიწყო რუსეთმა და ყველა ლეგიონერი რომ წამოვიდა მაგის.
ჰმ
07 მარტი 2024 11:12
3
ჯუღელი პროფესიონალია! მისი ყოველი ინტერვიუ ხვიჩასთვის უკეთესი კონტრაქტის და შესაბამისად საკუთარი წილის გაზრდისკენაა მიმართული! ასე რომ არ გინდათ!
aburjga
07 მარტი 2024 09:52
7
ყველა გამოხმაურება
როგორც იქნა ათამაშდა ბიჭი, როგორც იქნა ძველი ხვიჩა ვნახეთ, ამ გაუმაძღარმა არსებამ ისევ ფულზე დაიწყო ლაპარაკი,ისევ დაიწყო ინტრიგების ხლართვა შეეშვი ამ ადამიანს ხვიჩა დაგაქცევს ეს არაადამიანი....
Data
07 მარტი 2024 00:35
23
დააქცია უკვე, თითქმის და ეგ ერი! გამოსასყიდის გარეშე კონტრაქტზე როგორ მოაწერინა ხელი?! ფუ რაა!
ქორ-პარიკმახერი
07 მარტი 2024 09:25
3
აბა როდის უნდა დაიწყოს? როცა ცუდ ფორმაშია?
მწარე
07 მარტი 2024 09:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული