ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდისა“ და „სუონსის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „მილუოლთან“ გასული ტურის მატჩი მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა, ტრავმირებული კენ სემას ნაცვლად 43-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 45+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 57-ე წუთზე კი მისი პასით რაიან პორტეუსმა ანგარიში გაათანაბრა და „უოტფორდმა“ ორი წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა.

ჩაკვეტაძის გარჯა flashscore-მა 8.1 ქულით შეაფასა (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), ხოლო Whoscored-მა და sofascore-მა - 8.0-ით. ქართველის ჩინებულ თამაშს კლუბის საიტიც აღნიშნავს და წერს, რომ ის საუკეთესო იყო.

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 9 მარტს „კოვენტრის“ უმასპინძლებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სუონსი 1:1
გოლები: 0:1 ენდრიუსი (44, საკ. კარში), 1:1 პორტეუსი (57)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გიორგის კარგი სათამაშო ფორმა კარგი ამბავია ნაკრების თამაშების წინ.
გიორგი
07 მარტი 2024 15:27
0
გუნდში არა მარტო საუკეთესო, არამედ ყველაზე თეთრიც იყო:))ისე მაგარი დებილი გუნდია,გიო აშკარად უკეთესს იმსახურებს.წარმატებები გიორგის!
gurulo
07 მარტი 2024 14:25
3
ვუყურე გუშინ ჩაკვეს თამაშს.მართლაც გამორჩეული იყო.კარის წინ დაუგორა ბურთი პარტნიორს მაგრამ მან ვერ გაიტანა.აშკარაა,ჩაკვე უფრო მაღალი დონეა ვიდრე უოტფორდი.
მირო
07 მარტი 2024 12:53
0
სეტანტაში ფულს ვიხდი და ქუინს პარკი ვესტ ბრომვიჩის თამაშს უშვებენ ჩაკვეს გუნდის თამაშის ნაცვლად. მოფიქრება ხო უნდა
რაბუ
07 მარტი 2024 10:25
1
ვუყურე ამ თამაშს. ჩაკვემ დაგლიჯა. კარზეა დაგეშილი. სხვებისგან განსხვავებით ერთი უკან პასი არ გაუკეთებია. ბევრი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. პასის კულტურა აქვს დახვეწილი. სამწუხაროდ გუნდელები ვერ უბამენ სათანადოდ მხარს.
ვანჩოპე
07 მარტი 2024 09:52
0
ენდრიუსმა თავით საკუთარ მეკარეს მიაწოდა ბურთი და გოლი გაუტანა.ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში,ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელმა პირველად რომ გაგვიყვანა ფეხბურთის სათამაშოდ,უკვე მაშინ,მეხუთე კლასში გვითხრა,რომ არ შეიძლება მეკარეს ბურთი ისე გაუგორო,რომ კარის ჩარჩოში მიდიოდეს.არადა მაშინ,მეკარისთვის მიგორებული ბურთის ხელში აღება,მეკარეს არ ეკრძალებოდა.თამაშობს ლაივბალზე ვუყურებ ხოლმე,მაგრამ რეპორტაჟი ვერ მოიძებნაო,ამომიგდო.უოტფორდშიც,მეცშიც და ბორდოშიც,მაინც ათლეტიზმზეა აქცენტი გაკეთებული და ძალიან იგრძნობა აზროვნების ნაკლებობა.ტექნიკა მეტ ნაკლებად აქვთ ფეხბურთელებს,თუმცა მართლაც მეტნაკლებად.თამაშს კი,ვერ კითხულობენ და რა გინდა გააკეთო.
სოსო
07 მარტი 2024 12:23
0
წარმატებები!
მენანებოდა მისი ამდენი ტრამვებით მიყუჩებული ტალანტი!
შორენა
07 მარტი 2024 08:49
0
თითქოს ღმერთი ნიშანს გვაძლევს , რომ ოცნება აგვიხდება. ჩვენი ბიჭების ბოლო დროინდელი სათამაშო ფორმას რომ ვაკვირდები.
მიშა
07 მარტი 2024 08:46
0
ვიდეო (10 წუთი)
https://youtu.be/jiWPPbhDA-U?si=32eZe7oKSVihlUIk
ქ. გ.
07 მარტი 2024 07:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული