ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
პოლონეთის სამგზის ჩემპიონი ვაკო გვილია "პიასტის" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ქალაქ გლივიცეს კლუბმა 29 წლის ქართველ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. ის პოლონეთში "გურნიკის", "ლეგიას" და "რაკუვის" ღირსებას იცავდა, 2022 წლის შემოდგომის შემდეგ კი უგუნდოდ იყო.

"პიასტის" მწვრთნელი ალეკსანდრ ვუკოვიჩი ადრე "ლეგიას" თავკაცი იყო, სადაც გვილია თამაშობდა.

"პიასტი" 22 ტურის შემდეგ ექსტრაკლასაში 25 ქულით მე-14 ადგილზეა და 8 მარტს "რადომიაკს" უმასპინძლებს. გუნდი აგრეთვე თასის ნახევარფინალში გავიდა და 3 აპრილს კრაკოვში "ვისლას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამეხარდა ძალიან ვაკო კარგი ფეხბურტელია.
Რერო
22:21 08-03-2024
1
ეს კი კარგია, მაგრამ რაც უკრაინა ჩვენს ჯგუფში მოხვდა მის მერე შახტარის ქართველები სკამებს ხეხავენ...იმედია დამთხვევაა...
Givi
21:35 08-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული