სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლიმ" "ტორინოს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ივან იურიჩის ასისტენტმა მატეო პარომ ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და კომენტარი საბა საზონოვზეც გააკეთა.
"ბედნიერები ვართ, რომ არ დავმარცხდით, ჩემმა ფეხბურთელებმა ერთიანობა გამოავლინეს და გაშვებული გოლის შემდეგ უკან არ დავიხიეთ.
საზონოვი? საბა ძალიან ბევრს მუშაობს, მოედანზე შევიყვანეთ, რადგან კვარაცხელიას კარგად იცნობს და "ნაპოლის" ფეხბურთელის შეჩერება ამ გზით ვცადეთ", - განაცხადა პარომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზეა. "ტორინო" კი 38 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
კვარაცხელიას გამო შევიყვანე" />კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ
13:30 09-03-2024
იურიჩის ასისტენტი: საზონოვი მოედანზე კვარაცხელიას გამო შევიყვანე
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
დიდება საქართველოს!