"კვარაცხელია "ტორინოსთან" მარტო იბრძოდა და ყველაფერი გააკეთა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
"ტორინოსთან" "ნაპოლის" ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0) იტალიურმა მედიამ მასპინძელთა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

calcionapoli24 აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ბოლომდე მეტოქე გუნდის წინააღმდეგ მარტო იბრძოდა. ტურინელებთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ისაუბრა:

"კვარაცხელიამ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა: კუთხურები და საჯარიმოები მოიპოვა, გაიტანა და "ტორინო" რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. დანარჩენები არაფრით გამოირჩეოდნენ და იმედგამაცრუებლები იყვნენ. ჩემი აზრით, კალცონა კომპლიმენტებს იმსახურებს, მაგრამ ლობოტკას ან ანგისას ნაცვლად შეცვლაზე სიმეონე უნდა შეეყვანა. სახლში ფრე კარგი შედეგი არ არის.

გადამწყვეტი მომენტი დადგა და უნდა გავრისკოთ, ვინაიდან
მდევრების როლში ვართ იმ გუნდებთან, რომლებიც გაცილებით წინ არიან. როდესაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, სიმეონე შეტევაში ოსიმენთან ერთად უფრო სასარგებლო იქნებოდა. არ ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევაში "ნაპოლი" მოიგებდა, თუმცა გადამწყვეტ ვითარებაში კალცონას ამ ნაბიჯის გადადგმა მართებდა".

altMarca: "ნაპოლი" კვარაცხელიას ფასზე ჩამოყალიბდა - "ბარსელონა" მოლოდინის რეჟიმშია

altიურიჩის ასისტენტი: საზონოვი მოედანზე კვარაცხელიას გამო შევიყვანე

alt"მასში ყველაზე მეტად ეს მომწონს" - მარიო რუიმ "კვარაზე" ისაუბრა

alt"საკუთარი თავის აჩრდილია, ასე თამაში მიუღებელია" - იტალიელმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ფეხბურთელი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალიელი ვიდეობლოგერი:
- მე რომ ნაპოლის მწვრთნელი ვიყო, ფეხბურთელებს ვეტყოდი:"მიეცით ბურთი კვარაცხელიას!"
Video
https://youtu.be/dBCAhSVqpOY?si=5GPD67jBR7DviWIn
ქ. გ.
10 მარტი 2024 03:37
0
ნუ, ლოვიკა და ინტელექტი გაქვთ სანატრელი. აკვარიუმიც გქნებათ ალბათ. რაც გინდა ის ჰქენი, ოღონდ კვარას თავი დაანებე რა.
სოსოს
10 მარტი 2024 19:02
1
ჰო,"ბუს დიდი თავი აქვს,იმან იტიროსო!"ან კიდევ,"შენ სათოხნად წაბრძანდი,ჩვენ კი ქორწილში წავეთრევითო!"
სოსო
10 მარტი 2024 09:22
5

სიახლეები პოპულარული