La Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" არიან - ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება

AutoSharing Option
იტალიის ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთი La Repubblica წერს, რომ ზაფხულში "ნაპოლისთვის" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი საკვანძო იქნება:

"ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" შორს არ არიან. ის ორივე კლუბს მოსწონს, მაგრამ ქართველს განვითარების პროცესის გასაგრძელებლად "ნაპოლიში" დარჩენა ურჩევნია. ოსიმენის მსგავსი გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულება შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ეს სტრატეგია შეიძლება სწორი გამოდგეს და პრობლემა რამდენიმე თვით მოგვარდეს. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლიდერობას თუ ისწავლის ამ გუნდში თრე სხვანაირად როგორ უნდა განვითარდეს? რეალში კიდე მარცხნივ შანსი ექნება ძალიან მცირე ვინისიუსი რეალის აღზრდილია ფაქტიურად და მაგარ ფორმაში. ბარსელონა ბევრად კარგი ვარიანტია
ლმ
11:17 11-03-2024
1
რეალს ვინისიუსი ჰყავს და თუნდაც კონკურენციის მიზნით,ხვიჩაში იმ ფასის გადახდა,რასაც ნაპოლი ადებს,რეალის მხრიდან,არარეალურად მიმაჩნია.რეალში ფეხბურთიც ბრწყინვალედ იციან და კომერციაც.
სოსო
10:46 11-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული