სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის პირველი ლიგის 26-ე ტურში "ქოჯაელისპორი" "ტუზლასპორთან" 1:2 დამარცხდა.

მატჩის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და დავით სხირტლაძე მოედნიდან გააძევეს, ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს სახეში დაარტყა. "ქოჯაელისპორის" კიდევ ერთმა ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ კი ჩხუბში მონაწილეობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

"ქოჯაელისპორის" რიგებში გიორგი ხარაიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო 36-ე წუთზე მოედანი დატოვა.

ქართველების გუნდი თურქეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. "ქოჯაელისპორი" მორიგ მატჩს 15 მარტს, "გენჩლერბირლიგის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ვიდეო თუ ნახეთ? 33 ნომერი მკერდში ხელებს ჰკრავდა და აწვებოდა სხირტლაძეს. სხირტლაძე უკან იხევდა. მერე მერეც მიაწვა სხირტლაზეს (38).
თან სულ ემუქრებოდნენ ჩვენიანს. და რეებსა წერთ?
როგორ უნდა მოქცეულიყო? თქვენთან უნდა გამოქცეულიყო? ) მიშველეთო ))
ეს პლეერი მოაშორეთ!
17:59 11-03-2024
5
ვითომ ფეხბურთელები. სხირტლაძე დინამოშიც ხელების გაშლის და ბლატაობის მეტს არაფერს აკეთებდა.
რაბუ
11:15 11-03-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული