" არავითარი "მაგრამ" - "კვარამ" მეოთხედფინალში უნდა გადაგვათრიოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ნეაპოლი "ბარსელონასთან" მომავალი მატჩის და საყვარელი გუნდის მეოთხედფინალში გასვლის მოლოდინშია.

Areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონცენტრირებული იყო, ცუდი დღეები უკან მოიტოვა და უნდა "ნაპოლი" გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადაათრიოს:

"უკანასკნელ ხანს ქართველმა თავისი შემოქმედებითობა და ფორმა დაიბრუნა, გოლების გატანა დაიწყო, სურს ამით ისარგებლოს და პოზიტიურ განყობაზე მყოფმა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თავი წარმოაჩინოს.

სახლში შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, ესპანეთში გამარჯვებას ველით: ყოველგვარი "თუს" და "მაგრამის" გარეშე. "კვარამ" ეს იცის და "კასტელ ვოლტურნოზე" ყველაზე მონდომებულებს შორის
იყო. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო იცინოდა, რაც გუნდში კარგ სიტუაციაზე მეტყველებს, რომლის შექმნა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეძლო".

Sportall.Ge

კომენტარი საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო სპეკიამ და Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ გააკეთეს.

პაოლო სპეკია: "ბარსელონას", ისევე, როგორც "ნაპოლის", სირთულეები გააჩნია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის გუნდად რჩება. ხანდახან "გამოირთვება" და ამით "ნაპოლიმ" უნდა ისარგებლოს.

ვიცით, ვისი დამსახურებაა "კვარას" აღორძინება. კალცონამ კარგად იმუშავა ბიჭთან. პირველ რიგში, გაათამამა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუმჯობესა. "ტორინოსთან" ხვიჩა არაორდინარულად მოქმედებდა, ასეთი ხალისიანი და ბრძოლისუნარიანი არ მინახავს. არაჩვეულებრივი და მომხიბლავი გახლდათ და იმედი გვაქვს, რომ ბარსელონაშიც ასეთივე იქნება. იმედია, ქართველთან ერთად თავის საქმეს ოსიმენიც შეასრულებს".

ფრანჩესკო დე კორე: "ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. "ბარსელონა" დაუმარცხებელი არაა და გამარჯვების მოპოვება საუკეთესო "ნაპოლის" ძალუძს. გუნდმა ფორმა აღიდგინა. მოგებისთვის იმაზე 20-30%-ით უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე "იუვენტუსთან" და "ტორინოსთან". კვარაცხელია, როგორც იქნა, ზედმეტი სქემებისგან და ტაქტიკისგან გათავისუფლებული, თავს ლაღად გრძნობს.

ოსიმენი დაბრუნდა და ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ იმაზე ნაკლები, რამდენსაც მისგან ველოდით. ხვალ გამოჩნდება, ეს ბიჭი "ნაპოლის" რამდენად ერთგულია".

Sportall.Ge

calcionapoli24 იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან ერთად კატალონიაში გაფრინდა და სურათსაც აქვეყნებს.

alt"ბარსელონასთან" პენალტების სერია? - ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

altროგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ბარსელონა" VS "ნაპოლი" - პენალტებს ნუ გამოვრიცხავთ და კვარაცხელია, რომლის შეჩერებაც დამოუკიდებლად უჭირდათ...

alt"ბარსელონასთან" მატჩამდე იტალიური გამოცემა "ნაპოლისთვის" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარაზე ერთადერთი რაღაცა მოქმედებს ცუდად "ფსიქოლოგიური წნეხი" სხვა დაბრკოლება ტექნიკურად თუ ფიზიკური კონდინციის მხრივ მისთვის არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვანი თამაშის წინ მაინცდამაინც ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ქვეშ აქცევენ, ცდილობენ მთელი გუნდის ტვირთი აკიდონ და ეს კვარაზე ცუდად მოქმედებს, როცა ეს ფსიქოლოგიური ბარიერი არ აქვს უბრალოდ დამანგრეველია.ვაცალოთ ამ ადამიანს ფეხბურთის თამაში და ბევრად მეტს გააკეთებს
ლაშა
12 მარტი 2024 13:06
0
კი მართალი ხარ, მაგრამ არის მეორე მხარეც, როცა ამდენ ხალხს შენი იმედი აქვს, ეს დამატებით მოტივაციასაც უნდა გაძლევდეს და ფსიქოლოგიურ წნეხსაც გიხსნიდეს
დავით 67
12 მარტი 2024 17:32
0
ამათმა თავი კედელს ხო არ მიარტყეს? რა კატეგორიული ტონია, რომ ყველა ვარიანტში კვარას ავალდებულებენ 1/4 ფინალში გასვლას?! ჯერ ერთი, რაც არ უნდა უჭირდეს, ეს ბარსაა და თავის მოედანზე ფავორიტია მაინც, და მეორე - კვარა ერთია და თუ გუნდმა ვერ ითამაშა, სასწაულმოქმედი ხომ არ არის? მესამეც - მათხოვრულ ხელფასზე ჰყავთ და გმირობას ითხოვენ, ეს რა ლოგიკაა? კი ბატონო, მჯერა და დიდი სურვილია რომ კვარამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს "ნაპოლი"-ს შემდეგ ეტაპზე გასვლაში, მაგრამ რატომ ჰკიდებენ ასეთ ტვირთს ერთ მოთამაშეს?! მოკლედ, ეს იტალიელები დიდი უმადური ხალხია
fani
12 მარტი 2024 13:01
0
სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშები კვარას აქვს 21-26 მარტს,,ეს თამაშიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მაგრამ უმნიშვნელოვანესი არა,,
gel-100
12 მარტი 2024 10:20
1
ჟელენსკი იღევს 4მილიონამდე და იმან რო გადაგათრიოთ არა? ))) მარტო კვარა კიარა მარტო მესიც ვერ გიშველიდათ კსე ხართ მორყეული....
რონი
12 მარტი 2024 07:13
1
რა კაია ხვიჩა ის ქენი ეს ქენი აქ გაგვიყვანე ის მოგვაგებინე … თქვენი უფროსი რამდენ ხელფასსაც აძლევს რო ავიღოთ მაგალითი 1 გოლი და 1 ასისტის ღირსიც არ არის))))
kvara
12 მარტი 2024 02:01
1
კვარას დუბლი ბარსასთან!
saqartvelo
12 მარტი 2024 00:06
5
და მაინც.ყველა ისევ კვარასგან ელის და მოითხოვს,ნაპოლის გათრევას.ნაპოლის ყველაზე უფრო დაუფასებელი ფეხბურთელისაგან.რაღაც არ მახსოვს,მისთვის ღირსეული ხელფასის მოთხოვნაში,ასე ერთსულოვანნი ყოფილიყვნენ."მელაკუდამ ტაში დაჰკრა,ამფერ ჩემო დათუნაო,როგორ გშვენის ეგ დავლური,მალაყები და ხტუნვაო".სულ სამიოდე კვირის წინ,წადი,გაიარე,არავინ გიჭერსო და თან ისეთი გამოსასყიდი დაადეს,არავის მოენდომებინა მისი ყიდვა.ასაღებს იღებენ და არაფრის გაცემა არ სურთ.მხოლოდ ტაში ემეტებათ ხვიჩასთვის.ამიტომ,არ მეწყინება,თუ ხვიჩა მაგრად ითამაშებს,მაგრამ ნაპოლი გავარდება.ნეაპოლი და ნაპოლი,ხვიჩას ღირსი არ არის.ზაფხულში მოვილაპარაკებთ,ხელფასის მომატებაზეო!ეს უკვე 1 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ,კეთილი ნების ჟესტის სახით,ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე,ეგენი კი,დღესაც ზაფხულის მოსვლამდე დებენ,ამ საკითხს.წუწკები!იციან,რომ ხვიჩა დიდ ხელფასს იმსახურებს,მაგრამ საკუთარი თავის იმედი არა აქვთ,რომ მომავალშიც შესძლებენ,ამდენი ფულის გამომუშავებას და ესეც არ გადავყაროთო,ვეღარ იმეტებენ.პატარა გუნდია და პატარა გუნდის ფსიქოლოგია აქვთ.ვერც ვერასოდეს გახდებიან დიდ კლუბად,სწორედ ამის გამო.დიდ კლუბებს შეუძლიათ ისე გათვალონ,რომ დიდი ფული დახარჯონ,მაგრამ უფრო მეტი გამოიმუშაონ,იმ დახარჯული ფულით.
სოსო
12 მარტი 2024 00:06
2
დღესაა თამაში? ორშაბათს გადმოიტანეს თუ რატომ იწერება ამდენი
nika
11 მარტი 2024 23:37
20
თქვენ ალბათ მთვარის კალენდრით სარგებლობთ:)
გიორგი
12 მარტი 2024 18:24
0
ორი დღის წინ იყო და მოიგო ნაპოლიმ 3:2
David
12 მარტი 2024 03:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული