"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
რა წაიღეს ტვინი ამ ნაპოლით,ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია :0
BET
13 მარტი 2024 14:44
0
მოდით 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ ხვიჩას თამაში.. ნაპოლის მდგომარეობის, პარტნიორების მოქმედების და ა. შ. გათვალისწინებით მე დავუწერდი 8 ქულას მეტს ვერა.. ქონდა კარგი მოქმედებები ქონდა აშკარად ცუდი..თქვენ მეტს? ლაიქი დისლაიქი გამოავლენს )))
ვახო
13 მარტი 2024 12:12
1
სიმართლე გითხრათ ამ გვარგადაკეთებულეზეა ნათქვამი„სისხლს რაღას უზამსო“. მე ვთქვი რომ ორი-სამ ი თაობა სჭირდება მეთქი დასაწმენდათ.

ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ რატომ უწოდეს ხვიჩას იტალიაში ჯერ კიდევ შუა სეზონში „კვარადონა“ .რომლის ბანერებითაც აჭრელებულია მთელი ნეაპოლის ქუჩები და გვერდით ამოუყენეს ხვიჩას ბანერები. მარადონას შეადარეს, რომლის ქანდაკებაც ნაპოლის გასახდელში უდგათ. ამით განა ყველაფერი ნათქვამი არ არის? როცა ხვიჩა 38 წლის გახდება იმაზე მეტი სახელი ექნება ვიდრე ახლა აქვს ბევრ აღიარებულ ფეხბურთელს. სათაურში ნაგულისმევო „პატრიოტებო““ ცივი წყალი დალიეთ.
ფიგუ
13 მარტი 2024 12:05
2
კარგი რა ლუიშ.. ეგეც ნეაპოლელების ცუდზე მეტყველებს და არა კარგზე, ავარდნენ გოიმებივით. როგორ შეიძლება მარადონას შეადარო ან გაუთანაბრო კაცი (ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს) რომელმაც რამდენიმე თვე ითამაშა კარგად.. მარადონას წინაშე არ არის უსინდისობა??? ვიღაცას ეწერა და ვეტანხმები ეტყობა ეგ ხალხი ზოგადად გამოირჩევა უმადურობით, მარადონას მიმართაც და კვარას მიმართაც, ხოლო კვარადონა არ გვინდა რა... ნამეტანია...
ვახო
13 მარტი 2024 12:35
2
ა შენ თუ თქვი დაიწმინდება ნამდვილად.
ტიგრან მნაცაკანაშვილი
13 მარტი 2024 12:22
1
Dacvam chaagdo tamashi(oliveras mgoni sportis saxeoba sheeshala araa pexburteli eg),kvaras warmateba!!!ra dagishavat am bichma ase umowyalod rom akritikebt???ar gitydebat???
L.J .
13 მარტი 2024 11:16
1
ერთი რაღაც ვერ გავიგე უმოწყალოდ კრიტიკის მაგალითი შეგიძლია მოგვიყვანო? ნიკი დაწერე ვინ გააკრიტიკა აქ უმოწყალოდ ? თუ ლაიქების გულისთვის წერ მაგ სირობას ?
zoom
13 მარტი 2024 11:56
1
ზოომ.

არ მინდოდა შენთან პოლემიკაში შშემოსვლა მაგრამ შენ ამტეხე
.
სომხები არ იჩემებენ პირამიდების აშენებას მაგრამ ურარტუ ნოეს კდობანი,რუსთაველი, ერევანი რომ რომზე უფრო დიდი ხნისაა „ეს ხომ ფაქტია“ახლა დაამტკიცეს რომ სტალინი სომეხი ყოფილა. ისე ჯობია ასეთ თემებზე ლაპარაკს შევეშვათ,ვილაპარაკოთ სპორტზე. ისე მანუჩარ მაჩაიძის ამბავი რო გორ გესიამოვნა შეგეტყო. რაც შეეხება ტალახაძეს და სხვებს იმიტომ ვახსენე რომ მათ ჭირდებათ სათანადო დაფასება და ხვიჩაც მაგათი დონის გმირია უკვე
ფიგუ
13 მარტი 2024 12:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული